Tipsbladet.dk: საბა ლობჟანიძე - "რანდერსის" გამარჯვების გარანტორი საქართველოდან

AutoSharing Option
საბა ლობჟანიძე, "რანდერსის" გამარჯვების გარანტორი - ასე შეგვიძლია დავახასიათოთ ის სტატია, რომელიც დანიურმა Tipsbladet.dk-მ ქართველ შემტევ ნახევარმცველს მიუძღვნა.

"საბა ლობჟანიძემ, 18 მარტიდან მოყოლებული, უკვე 10 გოლი გაიტანა. საინტერესოა, რომ მისმა გუნდმა გამარჯვებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ლობჟანიძეს ბურთები სტაბილურად გააქვს.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საბამ "ოდენსესთან" მოგებულ (4:1) მატჩში მეტოქის კარი ბოლო წუთებზე აიღო და მას შემდეგ კარგი სერია წამოვიდა.

ამის შემდეგ ლობჟანიძემ ხუთ შეხვედრაში გაიტანა და აქედან ხუთივე მატჩი "რანდერსის" გამარჯვებით დასრულდა.

"პირველი 6 თვე ძალიან რთული აღმოჩნდა, თუმცა ამის
შემდეგ მე გუნდსა და ქვეყანაში ჩემი თავი ვიპოვე.

ბედნიერი ვარ, რომ გოლები გამაქვს, მაგრამ უბედნიერესი უფრო იმით ვარ, რომ გუნდი იმარჯვებს", - აღნიშნავს ლობჟანიძე.

საბა ასევე ლიდერი იყო საქართველოში თამაშისას. მან ჩატარებულ ბოლო 21 თამაშში 16 გოლის გატანა მოახერხა", - ნათქვამია სტატიაში.

▶ სუპერსაბამ ისევ გაიტანა გოლი - ის "რანდერსის" გაჭირვების ტალკვესია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებები საბა!
soxumeli veterani
17:14 18-05-2018
0
წარმატებები საბას როგორც კლუბში, ისე ნაკრებში! ნამდვილად მშრომელი ბიჭია და თუ ასე განაგრძო, უფრო მაღალ დონეზე ითამაშებს
qomagi
15:52 18-05-2018
0

სიახლეები პოპულარული