ექსკლუზივი: რა მოხდა "რაპიდის" ვარჯიშზე? გიორგი ქვილითაიას ოპერაცია ესაჭიროება

AutoSharing Option
ავსტრიული პრესა დღეს დილიდან აქტიურად ავრცელებდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გიორგი ქვილითაიამ გუშინ "რაპიდის" ვარჯიშზე ტრავმა მიიღო.

Sportall.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად თავად ქართველ ფორვარდს დაუკავშირდა.

ქვილითაიამ გვითხრა, რომ მან ვარჯიშზე კოჭი მოიტეხა და დღეს ოპერაციას გაიკეთებს. ექიმები ვარაუდობენ, რომ მას თვე-ნახევარი, მაქსიმუმ 2 თვე გაუცდება.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ გიორგისთვის სეზონი დასრულებულია და ის 1-ელ და 5 ივნისს, საქართველოს ნაკრებსაც ამხანაგურ მატჩებში ვერ დაეხმარება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
მოახლოვდა სექტემბერი, ყაზახეთთან მატჩი და დაიწყო ტრამვები. ამას მოყვება გუნდებიდან წასვლა წამოსვლა. ახალ გუნდებში სასტავში თავიდან არყოფნა, ჰოდა ამასობაში ეს ციკლიც დამთავრდება. მერე მოვიგებთ რამდენიმე არცთუმნიშვნელოვან თამაშებს და კვმავ ყველაფერი ახლიდან დაიწყება.
haha
13:12 19-05-2018
2
ეს ამდნი ტრამვები ბავშვთა ფეხბურთში მწვრთნელების არაპროფესიონალიზმის და საქმის უვიცობისგან დაშვებული შეცდომების ბრალია.
მიხედეთ ბავშვთა ფეხბურთს,თორემ სულ ასე იქნება მუდამ.
ზაზა
14:40 19-05-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული