ლეგიონის უქმეები: პაპუნაშვილის ჰეთ-თრიკი, კაშიას ამერიკული ინტრიგა [VIDEO]

AutoSharing Option
კარგი ამბავი ტრავმების მხრივ - გიორგი ჩაკვეტაძე გამოჯანმრთელდა, ცუდი ამბავი - კოჭი მოიტეხა გიორგი ქვილითაიამ; კარგი ამბავი და ინტრიგა ჰოლანდიიდან, რომელიც გურამ კაშიას ეხება და სუპერამბავი ესპანეთიდან - გიორგი პაპუნაშვილმა ჰეთ-თრიკი შეასრულა!

ესპანეთი. ლა ლიგა 2. ძალზე მნიშვნელოვანი მატჩი შემოატრიალა ოთარ კაკაბაძის "ხიმნასტიკმა", რომელმაც "ლეონესას" 5:3 მას მერე მოუგო, რაც 0:2-ს აგებდა. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა, ის მეორე ტაიმში გააფრთხილეს. 40 ტურის მერე 46 ქულით კატალონიური კლუბი ჯერ კიდევ არ არის სამშვიდობოს.

უკვე გავარდნილი "სევილია ატლეტიკო" სტუმრად "ოვიედოსთან" 1:2 დამარცხდა.

წაგებულთა შემადგენლობაში გიორგი აბურჯანია არ ყოფილა.

გიორგი პაპუნაშვილმა 58 წუთში 3 გოლისა და 1 საგოლე პასის მითვლა მოახერხა "ალბასეტესთან" მატჩში - 4:1. "სარაგოსა" 65 ქულით მე-4 ადგილზეა. ლა ლიგის საგზურს არაგონელები პირდაპირ ვეღარ შესწვდებიან, თუმცა პლეი-ოფში მოხვედრა სავსებით შეუძლიათ.

იტალია. სერია B. სეზონში პირველად, "ემპოლის" განაცხადში ლევან მჭედლიძე გამოჩნდა. სამწუხაროა, რომ ეს მხოლოდ ბოლო ტურში მოხდა და თამაში მას მაინც არ მოუწია - "ემპოლიმ" "პერუჯას" შინ 2:1 მოუგო, 85 ქულით ჩემპიონატი მოიგო და გაისად სერია A-ში ითამაშებს, იმედია, მჭედლიძესთან ერთად.

ჰოლანდია. ერედივიზიე. გურამ კაშიას "ვიტესი" ევროპალიგაზე ითამაშებს. გურამ კაშიას გუნდმა პლეი-ოფი მოიგო, ფინალში ორრაუნდიან დაპირისპირებაში 5:3 მოუგო "უტრეხტს". საპასუხო მატჩში "ვიტესმა" სტუმრადაც მოუგო "უტრეხტს" - 2:1.

შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში არნემელებმა კაშიას გადამწყვეტი გოლის წყალობით მოიგეს. საპასუხო მატჩში ქართველმა კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა, ის მეორე ტაიმში გააფრთხილეს. ჰოლანდიური მედიის მტკიცებით, ეს კაშიას ბოლო მატჩი იყო "ვიტესში", მას ამერიკაში ეპატიჟებიან.

ბელგია. ჟუპილერლიგა. გიორგი ჩაკვეტაძე გამოჯანმრთელდა და ბოლო ტურში "ბრიუგესთან" სტუმრად 1:0 მოგებულ შეხვედრაში ბოლო 8 წუთიც ითამაშა. "გენტი" ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

ავსტრია. ბუნდესლიგა. სამწუხაროდ, "ალტახთან" მატჩისთვის მზადებისას, პარასკევს გიორგი ქვილითაიამ კოჭი მოიტეხა. ის რამდენიმე თვით გამოაკლდა ფეხბურთს. "რაპიდმა" "ალტახს" 4:1 მოუგო.

ერსტე ლიგა. ლევან ელოშვილის (64-ე წუთზე შევიდა) "კაპფენბერგერი" შინ 3:3 დაუზავდა "ვენას".

შვეიცარია. სუპერლიგა. შვეიცარიაში ჩემპიონატი მე-3 ადგილზე დაასრულა ვაკო გვილიას "ლუცერნმა" და ევროპალიგაზე ითამაშებს. ეს წარმატებაა, რადგან, როცა ზამთარში ქართველი ფეხბურთელი შვეიცარიაში გადავიდა, "ლუცერნი" მე-9 ადგილზე იყო.

უმოტივაციო ტურში "ლუცერნი" სტუმრად მეორეადგილოსან "ბაზელს" დაუზავდა. გვილია თამაშში 76-ე წუთზე ჩაერთო.

დანია. I დივიზიონი. ლაშა პარუნაშვილის "ესბიერგი" შინ "კოგეს" 0:0 დაუზავდა, მეორე ადგილზე გავიდა და ელიტაში გადასასვლელად პლეი-ოფში ითამაშებს. ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო.

პოლონეთი. ექსტრაკლასა. გასავარდნ ჯგუფში ჩემპიონატი მორჩა და ნიკა კვანტალიანის "ტერმალიცა" გავარდა. ქართველს "პიასტთან" 0:4 საგარეო მარცხში არ უთამაშია.

ლაშა დვალის (90 წთ) "პოგონმა" სტუმრად "კრაკოვიას" 4:1 მოუგო და მესამე ადგილი დაიკავა სარელეგაციო ჯგუფში.
ტრავმირებული ლუკა ზარანდიას "არკა" შინ 0:1 დამარცხდა "შლიონსკთან".

საჩემპიონო ჯგუფში ტრავმირებული გიორგი მერებაშვილის "პლოცკი" სტუმრად "იაგელონიასთან" 1:2 დამარცხდა.

ნიკა კაჭარავას "კორონა" შინ "ზაგლებიესთან" 0:2 დამარცხდა. კაჭარავა (გააფრთხილეს) 75-ე წუთზე გამოცვალეს.

შვედეთი. სუპერეტანი. ზურაბ ცისკარიძის (არ უთამაშია) "ესკილსტუნამ" სტუმრად გაის-ს 1:0 მოუგო და ლიდერთა შორისაა.

ჩეხეთი. 1 ლიგა. ირაკლი სიხარულიძის "სლოვაცკო" ბოლოსწინა ტურში "ზლინს" დაუზავდა - 1:1 და ლიგაში დარჩენა გაინაღდა. სიხარულიძეს თამაშის შანსი ჯერ არ მისცემია, ის ახალგაზრდულ გუნდში იღებს სათამაშო პრაქტიკას (3 გოლი სეზონში).

სლოვაკეთი. ფორტუნა ლიგა. უკვე გაჩემპიონებულმა "ტრნავამ", რომელსაც დისკვალიფიცირებული ვახტანგ ჭანტურიშვილი აკლდა, შინ გიორგი ბერიძის (90 წთ) "ტრენჩინთან" 0:2 წააგო. "ტრნავამ" ჩემპიონატი 64 ქულით მოიგო, "ტრენჩინი" 51 ქულით მე-5 ადგილზე გავიდა.

უნგრეთი. OTP-ბანკ ლიგა. ქართველთა "ბალმაზივაროშმა" ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო - "დებრეცენი" 4:0 გაანადგურა. ერთი გოლი ბაჩანა არაბულის (90 წთ) ანგარიშზეა. შეუცვლელად ითამაშა ირაკლი მაისურაძემაც, ხოლო ლაშა შინდაგორიძე ტრავმირებულია. ამის მიუხედავად, "ბალმაზივაროში" ჯერაც გასავარდნ ზონაშია 32 ქულით. ეს 24 წლის ფორვარდის მე-8 გოლია სეზონში.

ალბანეთი. სუპერლიგა. ირაკლი ძარიას "კუკესი" სტუმრად ერთ-ერთ აუტსაიდერ "ვლაჟნიასთან" დამარცხდა - 1:2.

რუსეთი. პრემიერლიგა. გიორგი ლორიას "ანჟი" "ენისეისთან" 2-მატჩიან დაპირისპირებაში დამარცხდა და პრემიერლიგას დაემშვიდობა. ლორია ტრავმირებულია.

უკრაინა. პრემიერლიგა (U21). ახალგაზრდულ პირველობაზე ბოლო, გადამწყვეტ ტურში "შახტარი" კიევის "დინამოს" ესტუმრა, 2:2 ეთამაშა და ჩემპიონი გახდა. მასპინძლებს სასტარტო შემადგენლობაში გიორგი წიტაიშვილი (კლიმენტი წიტაიშვილის ვაჟი) ჰყავდათ, რომელიც უკრაინის მოქალაქეა; სტუმრებს კი - გიორგი არაბიძე.

პირველი ტაიმის მიწურულს "შახტარის" პირველი გოლი არაბიძემ პენალტით გაიტანა, მეორე ტაიმში კი მან თანაგუნდელს გაატანინა. 78-ე წუთზე ქართველი შეცვალეს. მატჩი 2:2 მორჩა და ახალგაზრდული "შახტარი" უკრაინის ჩემპიონი გახდა. უკრაინის ახალგაზრდულ პრემიერლიგაში არაბიძემ 23 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

პრემიერლიგა. ბოლო ტურში ნიკა სანდოხაძის (სათადარიგო) "კარპატიმ" "სტალს" იოლად მოუგო - 3:0. "კარპატი" გაისადაც ელიტაში ითამაშებს. ამ კლუბმა სარელეგაციო ჯგუში მე-2 ადგილი დაიკავა.

ჩემპიონი "შახტარი" კიევის "დინამოს" ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. გადამწყვეტი გოლი დავით ხოჭოლავამ გაიტანა... ოღონდ, საკუთარ კარში.
ეს უკვე ზედიზედ მეორე შემთხვევაა, როცა ხოჭოლავა კიევის "დინამოსთან" ცუდად თამაშობს. მან შეუცვლელად ითამაშა (გააფრთხილეს).

ქართველთა "ვორსკლამ" "ზორიას" 2:0 მოუგო. სანდრო კობახიძე 85-ე წუთზე გამოცვალეს, ხოლო ანდრო გიორგაძე სათადარიგო იყო. ჩემპიონატში დებიუტი ჰქონდა დონეცკის "ოლიმპიკის" მცველ ლუკა ნადირაძეს, ის "ოლექსანდრიასთან" 0:2 მარცხში 68-ე წუთზე გამოცვალეს.

ლატვია. ვირშლიგა. თამაზ პერტიას "ლიეპაიამ" სტუმრად "ვალმიერას" მოუგო - 2:0.

ესტონეთი. თასი. ფინალში 0:1 დამარცხდა ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორა", რომელსაც "ლევადიამ" მოუგო. ქართველი ლიდერი 75-ე წუთზე გამოცვალეს.

აზერბაიჯანი. პრემიერლიგა. ქართველთა "საბაილი" ბოლო ტურში "კეშლიასთან" 0:1 დამარცხდა, ბოლოსწინა ადგილზე გავიდა, თუმცა ელიტაში ადგილი შეინარჩუნა. ნიკა აფაქიძემ შეუცვლელად ითამაშა, თამაზ ცერცვაძე კი სათადარიგო იყო.

ყაზახეთი. პრემიერლიგა. ქართველთა "ტობოლმა" ზედიზედ მესამე ტურში მოიგო და 11 თამაშიდან 22 ქულით მე-3 ადგილზეა - ჯაბა კანკავასა (90 წთ, გააფრთხილეს) და ნიკა კვეკვესკირის (66-ე წუთზე შევიდა) გუნდმა სტუმრად ჯაბა ჯიღაურის (73-ე წუთზე შევიდა) "ორდაბასის" მოუგო - 1:0. "ორდაბასისთვის", პირიქით, ეს ზედიზედ მესამე მარცხია და ახლა 16 ქულით მეოთხეა.

სამწუხაროდ, სხვა ქართველთა გუნდები ყაზახეთში უმაღლესი მიზნებისთვის არ იბრძვიან - ქართული ტრიოს "ყიზილ-ჟარი" სტუმრად "ირტიშთან" 0:5 განადგურდა და ბოლოსწინა ადგილზეა. შოთა გრიგალაშვილმა შეუცვლელად ითამაშა (გააფრთხილეს), ისევე, როგორც გიორგი ფოფხაძემ, გოგიტა გოგუა კი 48-ე წუთზე გამოცვალეს.

ლაშა კასრაძის (63-ე წუთზე გამოცვალეს, გააფრთხილეს) "ჟეტისუ" სტუმრად "აკჟაიკთან" 0:2 დამარცხდა.

აშშ. MLS. ვაკო ყაზაიშვილის (82-ე წუთზე გამოცვალეს) "სან ხოსე" შინ "დი სი იუნაიტედთან" 1:3 დამარცხდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
პრემიერლიგა. ბოლო ტურში ნიკა სანდოხაძის (სათადარიგო) "კარპატიმ" "სტალს" იოლად მოუგო - 3:0. "კარპატი" გაისადაც ელიტაში ითამაშებს, ამ კლუბმა სარელეგაციო ჯგუში მე-2 ადგილი დაიკავა.
ჩემპიონი "შახტარი" კიევის "დინამოს" ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. გადამწყვეტი გოლი დავით ხოჭოლავამ გაიტანა... ოღონდ, საკუთარ კარში.
ეს უკვე ზედიზედ მეორე შემთხვევაა, როცა ხოჭოლავა კიევის "დინამოსთან" ცუდად თამაშობს. მან შეუცვლელად ითამაშა (გააფრთხილეს).
ქართველთა "ვორსკლამ" "ზორიას" 2:0 მოუგო. სანდრო კობახიძე 85-ე წუთზე გამოცვალეს, ხოლო ანდრო გიორგაძე სათადარიგო იყო. ჩემპიონატში დებიუტი ჰქონდა დონეცკის "ოლიმპიკის" მცველ ლუკა ნადირაძეს, ის "ოლექსანდრიასთან" 0:2 მარცხში 68-ე წუთზე გამოცვალეს.

ლატვია ვირშლიგა. თამაზ პერტიას "ლიეპაიამ" სტუმრად "ვალმიერას" მოუგო - 2:0.

ესტონეთი თასი. ფინალში 0:1 დამარცხდა ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორა", რომელსაც "ლევადიამ" მოუგო. ქართველი ლიდერი 75-ე წუთზე გამოცვალეს.

აზერბაიჯანი პრემიერლიგა. ქართველთა "საბაილი" ბოლო ტურში "კეშლიასთან" 0:1 დამარცხდა, ბოლოსწინა ადგილზე გავიდა, თუმცა ელიტაში ადგილი შეინარჩუნა. ნიკა აფაქიძემ შეუცვლელად ითამაშა, თამაზ ცერცვაძე კი სათადარიგო იყო.

ყაზახეთი პრემიერლიგა. ქართველთა "ტობოლმა" ზედიზედ მესამე ტურში მოიგო და 11 თამაშიდან 22 ქულით მე-3 ადგილზეა - ჯაბა კანკავასა (90 წ, გააფრთხილეს) და ნიკა კვეკვესკირის (66-ე წუთზე შევიდა) გუნდმა სტუმრად ჯაბა ჯიღაურის (73-ე წუთზე შევიდა) "ორდაბასის" მოუგო - 1:0. "ორდაბასისთვის, პირიქით, ეს ზედიზედ მესამე მარცხია და ახლა 16 ქულით მეოთხეა.
სამწუხაროდ, სხვა ქართველთა გუნდები ყაზახეთში უმაღლესი მიზნებისთვის არ იბრძვიან - ქართული ტრიოს "ყიზილ-ჟარი" სტუმრად "ირტიშთან" 0:5 განადგურდა და ბოლოსწინა ადგილზეა. შოთა გრიგალაშვილმა შეუცვლელად ითამაშა (გააფრთხილეს), ისევე, როგორც გიორგი ფოფხაძემ, გოგიტა გოგუა კი 48-ე წუთზე გამოცვალეს.

ლაშა კასრაძის (63-ე წუთზე გამოცვალეს, გააფრთხილეს) "ჟეტისუ" სტუმრად "აკჟაიკთან" 0:2 დამარცხდა.

აშშ MLS. ვაკო ყაზაიშვილის (82-ე წუთზე გამოცვალეს) "სან ხოსე" შინ "დი სი იუნაიტედთან" 1:3 დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული