ეს ინფორმაცია ფეხბურთელმა Sportall.ge-ს დაუდასტურა. 26 წლის მცველსა და უნგრულ კლუბს შორის 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
"კისვარდა" ქვეყნის რანგით მე-2 დივიზიონში ასპარეზობს, თუმცა ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ელიტაში გადასვლა გარანტირებული აქვს.
გუნდი 3 624-იან Várkert Sportpálya-ზე ასპარეზობს.
შეგახსენებთ, რომ თემურ ფარცვანიამ რამდენიმე თვის უკან დონეცკის "ოლიმპიკი" დატოვა. მას კლუბის პრეზიდენტი ვლადისლავ გელზინი გარიგებულ მატჩებში მონაწილეობას აბრალებდა, თუმცა უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ეთიკისა და სამართლიანი თამაშის კომიტეტმა ფარცვანია გაამართლა და
▶ ღამეები არ მეძინა და ახლა ჩემი რეპუტაცია აღდგა! - გამართლებული თემურ ფარცვანია ბოდიშის მოხდას მოითხოვს