გიორგი ბერიძემ "რუზომბეროკს" დუბლი შეასრულა, მისი გუნდი კი ევროპა ლიგას მიუახლოვდა

AutoSharing Option
სლოვაკეთის ევროპა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის გიორგი ბერიძის "ტრენჩინი".

21 წლის ქართველი ნახევარმცველის "გუნდმა" საკუთარ მოედანზე "რუზომბეროკი" 4:2 დაამარცხა.

გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა, დუბლი შეასრულა და ამას გარდა, მეოთხე გოლიც მისი შეტევის შედეგად გავიდა.

მან რეგულარული ჩემპიონატის 26 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ბერიძე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ორ უახლოეს ამხანაგურ მატჩში მონაწილეობის მისაღებად გამოიძახა.

"ტრენჩინი" 27 მაისს სტუმრად "ჟილინას" ხვდება და თუ მოუგო, ევროპა ლიგის საგზურს მოიპოვებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული