21 წლის ქართველი ნახევარმცველის "გუნდმა" საკუთარ მოედანზე "რუზომბეროკი" 4:2 დაამარცხა.
გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა, დუბლი შეასრულა და ამას გარდა, მეოთხე გოლიც მისი შეტევის შედეგად გავიდა.
მან რეგულარული ჩემპიონატის 26 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ბერიძე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ორ უახლოეს ამხანაგურ მატჩში მონაწილეობის მისაღებად გამოიძახა.
"ტრენჩინი" 27 მაისს სტუმრად "ჟილინას" ხვდება და თუ მოუგო, ევროპა ლიგის საგზურს მოიპოვებს.