პარუნაშვილის "ესბერგმა" სხირტლაძის "სილკებორგი" დაამარცხა და დანიის სუპერლიგაში გადავიდა

AutoSharing Option
დანიის სუპერლიგაში ადგილის მოსაპოვებლად პლეი-ოფის განმეორებით მატჩში, რომელსაც 7 043 მაყურებელი დაესწრო, ლაშა პარუნაშვილის "ესბერგმა" საკუთარ მოედანზე 3:0 დაამარცხა დავით სხირტლაძის "სილკებორგი" 3:0 (პირველი მატჩი "სილკებორგმა" 1:0 მოიგო) და ქვეყნის ელიტარულ დივიზიონს დაუბრუნდა.

ლაშამ შეუცვლელად ითამაშა და 90+3-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო დავითი 68-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და მსაჯმა ისიც გააფრთხილა. რაც შეეხება "სილკებორგის" ქართველ თავდამსხმელს მათე ვაწაძეს, მწვრთნელი ბოლო ხანს პირველ გუნდში არ ათამაშებდა.

"სილკებორგი" პირველ დივიზიონში გავარდა და უცნობია, დარჩებიან თუ არა ამ გუნდში ქართველები.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული