როგორც თავად გოროზიამ გვითხრა, ის გუნდიდან უკვე წამოვიდა და ახალ შემოთავაზებებს ელოდება.
Sportall.ge გოროზიას დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.
- გიორგი, "ჰიბერნიანსის" ბოლო შეხვედრებში არ ჩანდით. რისი ბრალია ეს?
- ტრავმა მივიღე და უკვე 1 თვეა ვერ ვვარჯიშობ. ჯერ კიდევ არ ვიცი, როდის შევძლებ ვარჯიშის დაწყებას.
- როგორ შეაფასებდით "ჰიბერნიასის" გასულ სეზონს და პირადად თქვენს თამაშს?
- სულ 7 შეხვედრაში მივიღე
სეზონი მთავრდებოდა, პლუს, ტრავმამ შემიშალა ხელი... იმედი მაქვს, ვარჯიშს მალე დავუბრუნდები.
- მომავალ სეზონშიც "ჰიბერნიანსში" ითამაშებთ?
- არა, 3-წლიან კონტრაქტზე უარი ვთქვი. უფრო ძლიერ ჩემპიონატში მინდა თამაში.
- რაიმე შემოთავაზება თუ გაქვთ?
- რამდენიმე გუნდთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მაგრამ ახლა ვერ წავალ, რადგან ტრავმა მაწუხებს. არ ვჩქარობ და მინდა, ახალ გუნდში ჯანმრთელი მივიდე.
- მალტის ჩემპიონატზე რას გვეტყოდით?
- თითქმის იგივე დონეა, რაც საქართველოშია. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ მალტაში თამაშებზე უფრო კარგ ატმოსფეროს ქმნიან გულშემატკივრები, ვიდრე ეს საქართველოშია.
მაგრამ მინდა მივესალმო იმ ფაქტებს, რაც ბათუმში, ქუთაისსა და გორში ხდება. გულშემატკივრები ამ ქალაქებში მრავლად დადიან.
- ფინანსურად რა სხვაობაა საქართველოსა და მალტის კლუბებს შორის?
- საქართველოში ანაზღაურება უფრო მეტი მქონდა, ვიდრე მალტაში, თუმცა აქ ფინანსური პრობლემა არ არსებობს. სხვა გუნდებზე არ ვიცი და "ჰიბერნიანსს" თავისი სპონსორიც ჰყავდა.
- თქვენ როგორ აღმოჩნდით "ჰიბერნიანსში"?
- ჩემმა აგენტმა დამირეკა და ეს ვარიანტი შემომთავაზა. დარწმუნებული არ ვიყავი, როგორი ჩემპიონატი იყო და კონტრაქტს ხელი სეზონის ბოლომდე მოვაწერე.
- უკან გადადგმულ ნაბიჯად თვლით მალტაში გადასვლას?
- არა, რადგან მალტაში წასვლით უფრო მაქვს შანსი, უკეთეს ქვეყანაში წავიდე, რადგან მალტა ევროპის ქვეყანაა.
- საქართველოს ნაკრები დღეს მალტას შეხვდება. თქვენი პროგნოზი როგორია?
- ადვილი თამაში არ არსებობს, თუმცა მგონია, რომ მოვიგებთ, რადგან ინდივიდუალურად უკეთესი ფეხბურთელები გვყავს.
მინდა, ჩვენს ნაკრებს წარმატებები ვუსურვო.
- დღევანდელ შეხვედრაში თქვენი ყოფილი თანაგუნდელებიც იქნებიან...
- მებრძოლი და გამოცდილი ბიჭები არიან. დიდი ხანია, რაც ნაკრების ღირსებას იცავენ. ახლა სომხეთთან ფრე ითამაშეს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ადვილი თამაში აღარ არსებობს.