გიორგი ქვილითაია: ვენის აეროპორტში ჩამოვედი, პოლიციელმა ჩემი მოწვევა ნახა და მითხრა...

AutoSharing Option
Sportall.ge აგრძელებს რუბრიკას - "გაიცანი სპორტსმენი სხვა კუთხით", რომლის სტუმარიც დღეს საქართველოს ნაკრებისა და ვენის "რაპიდის" ფორვარდი გიორგი ქვილითაია იქნება.

- როგორ დაიწყო თქვენი საფეხბურთო კარიერა. რატომ გადაწყვიტეთ გამოსულიყავით ფეხბურთელი?
- 6 წლის ვიყავი, როდესაც ფეხბურთის თამაში აბაშაში დავიწყე. გადამწყვეტი ფაქტორი ალბათ ის იყო, რომ მამაც ფეხბურთელი იყო და ზეგავლენა ამან მოახდინა.

რა თქმა უნდა, ზეგავლენა ჩემმა დიდმა სიყვარულმაც მოახდინა ბურთის მიმართ.

- მოგვიყევით თქვენი პირველი საფეხბურთო ნაბიჯების შესახებ. ვინ იყო თქვენი პირველი მწვრთნელი და რა გაიღეთ იმისათვის რომ პროფესიონალი
ფეხბურთელი გამხდარიყავით?

- პირველი მწვრთნელები იყვნენ ზაზა კუცია და კოსტა კუჭუხიძე. 13 წლამდე ვთამაშობდი აბაშაში და შემდეგ "ნორჩ დინამოში" გადმოვედი, სადაც თენგიზ კაცია და შალვა კვარაცხელია მავარჯიშებდა.

დიდი შრომაა იმისთვის საჭირო, რომ როგორც პროფესიონალმა ფეხბურთელმა, რაღაც დონეს მიაღწიო. ასევე უნდა გქონდეს მოთმინების უნარი და დაელოდო შენს შანსს და როდესაც მოგეცემა, სწორად გამოიყენო.

მე მომიწია მოთმენა და ყოველ წუთს ვცდილობდი როდესაც შანსი მომეცემოდა, იმ მომენტში მზად ვყოფილიყავი.

- რა ყოფილა ფეხბურთში თქვენი ყველაზე დიდი იმედგაცრუება და ყველაზე დიდი წარმატება?
- იმედგაცრუება უფრო ბავშვობის პერიოდში მახსენდება, რომელზეც არც კი ღირს საუბარი. დღეს კი ყველაზე მეტად იმედს ჩემი ჯანმრთელობა მიცრუებს.

ყველაზე რთული ასეთ პერიოდში ისაა, რომ საკუთარ თავს ყურების ჩამოყრისა და ნეგატივზე ფიქრის საშუალება არ მისცე.

საქართველოს და უნგრეთის ჩემპიონი ვარ, ასევე საქართველოს ჩემპიონატის ბომბარიდი გავხდი, მაგრამ ყველაზე დიდი წარმატება ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაა.

- რას აკეთებთ ავსტრაში, როდესაც თავისუფალი დრო გაქვთ?
- ძირითად დროს მეგობრებთან და გუნდელებთან ერთად ვატარებ. მიყვარს კალათბურთის თამაში და ყველაზე ხშირად სწორედ კალათბურთს ვთამაშობ თავისუფალ დროს.

- რას გვეტყოდით ქალაქ ვენას შესახებ?
- ვენა ძალიან ბევრი ღირშესანიშნაობით დიდებული ქალაქია. პირველ რიგში წესრიგი და სიმშვიდე იგრძნობა.

- გყავთ თუ არა საკუთარი ავტომობილი ვენაში?
- დიახ, მყავს.

- გუნდში რაიმე ზედმეტსახელს თუ გეძახიან?
- ძირითადად, "ქვილის".

- რა გაგაკვირკვათ ყველაზე მეტად, როდესაც "რაპიდში" გადახვედით?
- ყველაზე მეტად მომუშავე პერსონალის პროფესიონალიზმა გამაკვირვა. ყველას თავისი საქმე აქვს და ყველა თავისი საქმის პროფესიონალია. სხვის საქმეში ცხვირს არავინ არ ჰყოფს, როგორც ჩვენთან ხშირად ხდება. ჩვენთან ყველამ ყველაფერი ყველაზე კარგად იცის.

მეორე, რამაც გამაოცა, ფანების სიყვარულია. როდესაც ჩამოვედი და აეროპორტში პოლიციელმა ნახა, რომ "რაპიდიდან" მოწვევა მქონდა, მაშინვე მითხრა, კიდევ კაი "რაპიდი" და არა ვენის "აუსტრიაო".

ძალიან უყვართ ფეხბურთი და გამორჩეულად "რაპიდი" ამ ქვეყანაში.

- რაიმე ქართული სიტყვები თუ ასწავლეთ თქვენს თანაგუნდელებს?
- ქართლად მისალმება და სიტყვა - "მიყვარხარ" ვასწავლე.

- უმეტესობა ქართველი ფეხბურთელისთვის აკლიმატიზაცია დიდი პრობლემაა...
- მე ამის გამოცდილება უკვე მქონდა. 18 წლის ვიყავი, როდესაც უნგრეთში წავედი. ვენაში ძალიან ბევრი ქართველია, რომლებთანაც დავმეგობრდი და არ გამიჭირდა აკლიმატიზაცია. ძალიან მაგარი ადამიანები არიან და მინდა მათ მადლობა გადავუხადო.

- რომ არა ფეხბურთელი, ვინ შეიძლება ყოფილიყავით?
- იმდენად მიყვარს ეს სპორტი რომ ალბათ კალათბურთელი.

- ვინ არის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი?
- ჩემთვის რონალდინიო.

- ვინ არის ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელი?
- ბრაზილიელი რონალდო.

- მოგვიყევით თქვენი ოჯახის შესახებ...
- მამა, დედა და ძმა. საფეხბურთო ოჯახია. მამაც ფეხბურთელი იყო და ძმაც ფეხბურთელია, მეკარეა. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ნებისმიერ სიტუაციაში გვერდში მიდგანან და მათი დიდი დამსახურებაა რასაც დღეს წარმოვადგენ.

- რაიმე ჰობი თუ გაქვთ?
გამორჩეულად არაფერი. ბევრი რამის კეთება მიყვარს.

- რაიმე ცრურწმენა თუ გაქვთ?
- კი, მაქვს. თამაშის წინ ვარჯიშს გოლით ვამთავრებ და მოედანზე მარჯვენა ფეხით შევდივარ.

- რომელია თქვენი საყვარელი ფილმი?
- უფრო სერიალები მომწონს. გამოვარჩევდი Game of thrones.

- რა ჟანრის მუსიკას უსმენთ და რომელია თქვენი საყვარელი მომღერალი?
- პოპსა და ჰიპ-პოპს ვუსმენ. Drake, jay-z, coldplay - ძირითადად ამათ ვუსმენ.

- წარმოიდგინეთ, თქვენი გოლით საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა... რა იქნება თქვენი ემოცია?
- ალბათ ძალიან ბევრს ვიტირებ და განვლილი გზა გამახსენდება.

- რომელ მწვრთნელთან იმუშავებდით სიამოვნებით?
- ხოსეპ გვარდიოლასთან.

- რომელია თქვენი ოცნების კლუბი?
- "ბარსელონა", რომელიც რონალდინიომ შემაყვარა.

- თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ რაიმე კურიოზი, რომელიც ეროვნულ ნაკრებს უკავშირდება.
- ძალიან ბევრია... ალბათ ერთადერთი რაშიც არ გვიჭირს იუმორია.

- რას ანიჭებთ ყველაზე დიდ მნიშვნელობას ცხოვრებაში?
- იმას, რომ უკან მოხედვის არ შემრცხვეს.

- ალკოჰოლურ სასმელებს თუ სვამთ?
- მხოლოდ წითელ ღვინოს.

- რა სიტყვას ხმარობს ვლადიმერ ვაისი ყველაზე ხშირად ვარჯიშზე?
- Dopiche - რაც ინგლისურად ითარგმნება, როგორც Fuck.

- რომელი ქართული კერძი გიყვართ ყველაზე მეტად და ავსტრიულ სამზარეულოზე რას გვეტყოდით?
- მე ხაჭაპური მიყვარს. ავსტრიელების გამორჩეული კერძია schnitzel-ი, რომელიც აქაური ხინკალია.

- რომელი იყო გიორგი ქვილითაიასთვის საუკეთესო დღე ცხოვრებაში?
- ეროვნულ ნაკრებში გამოძახება.

- და ბოლოს, შეგიძლიათ თქვათ, რაც გსურთ...
- კარიერის ბოლოს უკან რომ მოვიხედები, არ მინდა ვიფიქრო, რომ რაიმე დავაკელი რაღაცას და ასე არ უნდა მექნა. მოკლედ, არ მინდა კარიერის ბოლოს რაიმე ვინანო და მსურს საკუთარი თავით კმაყოფილი ვიყო.
მკითხველის კომენტარები / 5 /
კარგი ფეხბურთელია და წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ მაინტერესებს --ეკაიფებით თუ სხვა სურათი არ გაქვთ? ყველგან ასე ენაგადმოგდებულს რომ აჩვენებთ , დადევით ნორმალური სურათი.
ფერნანდო
11:00 03-06-2018
1
კარგი ბლიც-ინტერვიუ იყო. ქვილითაიას პროგრესი ამ სეზონში აშკარა არის. ვუსურვებ ტრამვის მოშუშებას და მალე დაბრუნებას. ასევე ვუსურვებ ვლადიმერ ვაისს რომ სიტყვა Dopiche-ს ხმარება აღარ მოუწიოს, არც ჩვენი ნაკრების ვარჯიშის ყურების დროს და არც ნაკრების თამაშის ყურების დროს. მალტასთან ძალიან აიმყრალებდა პირს ალბათ, მაგრამ ქეცბაიას "იბიო მატ"-ის რეკორდს მაინც ვერ მოხსნის.
ლუკა
18:11 02-06-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული