"ლოკომოტივის" გულშემატკივრებმა საბა კვირკველია საუკეთესო სამეულს მიღმა დატოვეს

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივი" თავის ოფიციალურ საიტზე გამოკითხვას ატარებდა, თუ ვინ იყო კლუბში საუკეთესო 2017/18 წლების სეზონში.

აღნიშნულ გამოკითხვაში ხმების 10% მიიღო და მე-4 ადგილი დაიკავა გუნდის ქართველმა მცველმა საბა კვირკველიამ.

პირველი ადგილი 6011 ხმითა და 38,6%-ით მანუელ ფერნანდეშმა დაიკავა. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელი აღნიშნულ ტიტულს ზედიზედ მეორე წელია ისაკუთრებს.

მან გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 41 შეხვედრა ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.

მეორე ადგილი გულშემატკივრებმა 3028 ხმითა და 19,4%-ით ჯეფერსონ ფარფანს მიანიჭეს, იგორ დენისოვმა კი 1856 ხმითა და 11,9%-ით მესამე პოზიცია დაიკავა.

რაც შეეხება საბა კვირკველიას, მას მხარი 1566-მა გულშემატკივარმა დაუჭირა.

altსაბა კვირკველია გულშემატკივრებმა რუსეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს

altZvezda-fc.ru-მ საბა კვირკველია პოსტსაბჭოთა წარმომადგენელ ფეხბურთელთა ნაკრებში შეიყვანა

altოქროს ქართველი რუსეთში - რისთვის არის მზად საბა კვირკველია?

მკითხველის კომენტარები / 1 /
უკვე მსოფლიოს ჩემპიონი ლევან თედიაშვილი საგარეჯოში ჩავიდა, სადაც ნახერხზე ჭიდაობა იმართებოდა,ვიღაც ვიღაცებმა ლევანს შეუძახეს,ლევან შენც იჭიდავეო,ვიღაცეებმა კი სცადეს გაეჩუმებინათ,ეს მაძახურები,გაჩერდი ბიჭო,ეგა მსოფლიოი ჩემპიონიაო.ახლა პასუხს არ იკითხავთ?-მსოფლიოი ჩემპიონია,განა საგარეჯოი ჩემპიონიც არ ჯოო,იჭიდაოი და რა შაუძლია,აქ გამოჩნდება-ო.ისე მაშინ საგარეჯოს ჩემპიონობა,მსოფლიოს ჩემპიონობაზე ბევრით ადვილი, ნამდვილად არ იყო.
ასეა ლოკომოტივის ფანების საქმეც,ისინი თავის გადმოსახედიდან აფასებენ ფეხბურთელებს.ის სამი კაცი კი შეტევაში თამაშს აკეთებდა და მათაც დაუფასეს.
სოსო
11:01 05-06-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული