26 წლის ფეხბურთელმა რუსეთში საქართველოს დროშაც შემოიხვია და მთელი რუსული საფეხბურთო სამყაროც მის ქება-დიდებაში მოიყვანა.
ჩვენი მეზობლის წამყვანი სპორტული გამოცემები საბას შესახებ აქტიურად წერენ და მისით აღფრთოვანებულნი არიან.
განსაკუთრებული მნიშვნელობა კი იური სიომინისა და მის ურთიერთობას ენიჭება. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ სწორედ გამოცდილი სპეციალისტის ინიციატივით გადავიდა კვირკველია "ლოკომოტივში".
ქართველმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა კიდეც, რომ პატივცემულმა იურიმ მას ფეხბურთში
ყველაფერი კი ყაზანის "რუბინიდან" დაიწყო. ესპანელი სპეციალისტი ხავი გრასია ჩვენებურს არ ათამაშებდა. "ჯვაროსნების" უკანახაზელმა მას ამის გამო ჯამბაზიც კი უწოდა და ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა კიდეც, რომ მას თავისი ხალხი ჰყავდა, რომელსაც სათამაშო დროს უთმობდა.
სწორედ ამ დროს გამოჩნდა სიომინი. აღსანიშნავია, რომ დღემდე რუსული პრესაც აქტიურად აჟღერებს აზრს იმის შესახებ, რომ მათთვისაც გაუგებარი იყო, თუ რაში სჭირდებოდა იურის საბა.
გამოცდილი მწვრთნელი ქართველს ენდო და მან ეს ნდობა დააფასა. კვირკველიამ რუსეთის ჩემპიონატის ყველა შეხვედრაში ითამაშა, ერთის გარდა და ის მატჩიც იმიტომ გამოტოვა, რომ ყვითელი ბარათების ლიმიტი ჰქონდა ამოწურული.
ჯერ კიდევ ზამთარში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ კვირკველიას შეძენა პრემიერლიგის კლუბებს სურდათ. დასახელდა "ლესტერისა" და "ვესტ ბრომვიჩის" ვარიანტიც.
თავად საბა ამბობდა, რომ დაინტერესება იყო, თუმცა ოფიციალურ დონეზე წინადადება არ გაკეთებულა, თუმცა ის მზადყოფნას გამოთქვამს, შესაბამისი წინადადების შემთხვევაში ინგლისს, ანდაც სხვა წამყვან ჩემპიონატს მიაშუროს.
რისთვის არის მზად კვირკველია? ფეხბურთელს, რომელსაც რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ხუთეულში ასახელებენ, შეუძლია თუ არა წამყვან ევროპულ ჩემპიონატებში იასპარეზოს?
რა თქმა უნდა, შეუძლია. თავის დროზე, ყველას გაგახსენდებათ ნემანია ვიდიჩის მომენტიც, რომელმაც მოსკოვის "სპარტაკიდან" "მანჩესტერს" მიაშურა და ძირითადი შემადგენლობის წევრად იქცა.
არავინ ამბობს, რომ საბა "წითელ ეშმაკებში", ანდაც რომელიმე სხვა გრანდში შესაძლოა გადავიდეს, თუმცა მას პრემიერლიგის დონესთან გამკლავებაც რომ შეუძლია, ფაქტია.
ამის დამამტკიცებელ ფაქტორებსაც მოგიყვანთ. რუსეთში თითქმის ყველაფერს ითვლიან. მათ შორისაა მოგებული ორთაბრძოლები, სადაც ქართველი ერთ-ერთი ლიდერია.
კვირკველია ფიზიკურად ძალიან ძლიერია და ორთაბრძოლების უმეტესობას იგებს. პრემიერლიგაში კი ასეთ ფეხბურთელს, რასაკვირველია, უპირატესობა ენიჭება.
არის ერთი ფაქტორიც: "ლოკომოტივი" მომავალი სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს, რომელიც შესაძლოა ქართველისთვის დამატებითი მოტივაცია და რუსეთში დარჩენის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი გახდეს.
ფაქტი ერთია, დღეს რუსეთის საფეხბურთო სამყარო კვირკველიას გვარს აქტიურად და თანაც, რაც მთავარია, აღმატებით ხარისხში მოიხსენიებს.
ჩვენ კი ქართველის კიდევ უფრო ძლიერ გუნდში გადასვლასა და უფრო დიდ წარმატებებს ველით.
▶ წლის საუკეთესო! - საბა კვირკველია რუსეთის ჩემპიონატის გასული სეზონის სიმბოლურ ნაკრებშია
▶ Bobsoccer.ru-მ საბა კვირკველია რუსეთის ჩემპიონატის 5 საუკეთესო ფეხბურთელში შეიყვანა
▶ "ლოკომოტივის" პრეზიდენტი: კვირკველიას სანაცვლოდ დიდ თანხას მოვითხოვთ