17 წლის ქართველი ფეხბურთელი იტალიის სერია B-ს ბინადარ კლუბში გადავიდა

AutoSharing Option
გავრცელდა ინფორმაცია, რომ 17 წლის ქართველი ფეხბურთელი დავით ლორთქიფანიძე იტალიის სერია B-ს ბინადარ "პადოვაში" გადავიდა.

Sportall.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად თავად ფეხბურთელს დაუკავშირდა, რომელმაც შემდეგი განგვიცხადა:

"დიახ, ეს ინფორმაცია სიმართლეა. პირველ გუნდთან ერთად მივდივარ შეკრებაზე. მათთან ერთად ვივარჯიშებ, ხოლო 19-წლამდელთა გუნდში ვითამაშებ.

იმედი მაქვს და ასეც მგონია, რომ რამდენიმე თამაშის ჩატარება პირველ გუნდშიც მომიწევს. კონტრაქტის დეტალები კი არ მინდა გავასაჯაროვო", - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

"პადოვა" გასულ სეზონში იტალიის სერია C-ში ასპარეზობდა, თუმცა პირველ ადგილზე გავიდა და შესაბამ
ისად სერია B-ში აღზევდა.

რაც შეეხება ლორთქიფანიძეს, ის თამაშებოდა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში, ასევე ირიცხებოდა "დინამო თბილისის" საფეხბურთო აკადემიასა და "საბურთალოში".

ქართველი ნახევარმცველი იტალიაში 2015 წლიდან იმყოფება და ის ბერგამოს "ატალანტას" აკადემიაში ვარჯიშობდა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
კარგი ამბავია, იქნებ ამ ფაქტმა გზა გაუხსნას სხვა ქართველებსაც იტალაიაში.თორემ კალაძის გარდა და მჭედლიძის მანდ ფეხი ვერავინ მოიკიდა ვერც ა და ვერც ბ სერიაში. რთულია ეტყობა და წარმატებები მისურვებია ამ ახალგაზრდისთვის. მიაწექი ბოლომდე კნიაზ!!!
Rati
10 ივნისი 2018 19:28
1
პადოვა დელ პიეროს გამზრდელი გუნდია და წარმატებას ვუსურვებ დათოს,მთავარია ამაზე არ გაჩერდე შვილო და უფრო მაგარ გუნდში გისურვებ 2-3 წელიწადში თამაშს. შეგიძლია ეგ შენ.
Nugzari
10 ივნისი 2018 18:05
1
კარგი რომელია?! გილოცავ და სულ წინსვლა გქონოდეს..
ისეთი წინსვლა , რომ ნემსაძისნაირმა(17 წლიანი ნარკების დამშლელი) მწვრთნელებმა ხელი ვერარ შეგიშალონ ნაკრებში მოხვედრაში! ((
ეს ბიჭი ნაკრებში იყო გამოძახებული...თან იტალიიის გუნდიც აქ იყო და აგენტებიც იყვნენ ჩამოსულები ფეხბურთელების საქმეში სანახავად.. ამასაც აკვირდებოდნენ (სწორედ ,,პადუადან,,)..
ამ ლოთმა და მართლა ნაკრების დამშლელმა ნემსაძემ ერთი წუთითაც კი არ შეუშვა მოედანზე... თანაც მატჩს არავითარი მნიშნვნელობა არ ქონდა!
ყური მიგდე
10 ივნისი 2018 17:07
1
კარგია რომ სიკეთე გინდა ბავშვისთვის,მაგრამ ახლა რას პროვოკატორობ? თუ მართლა სიკეთე გინდოდა,მაშინ რატომ არ გამოჩნდი და ამოიღე ხმა როცა უსამართლობა ხდებოდა? ახლაც რაღაც ბოღმა გამოძრავებს ამ ბიჭის გეტყობა და იმიტომაც აქოთებ აქაურობას შე ვითომ კეთილისმსურველო. ამ ფეხბურთელს არ ჭირდება არავის ადვოკატობა და მითუმეტეს ასეთი პროვოკაციები. ადმინს ვთხოვ არ დამიბლოკოთ,არავის ვლანძღავ მგონი.
ყური მიგდეს
10 ივნისი 2018 18:38
2
ეს უკვე სერიოზულია
kiki
10 ივნისი 2018 16:45
1
კარგია
რუსთავი
10 ივნისი 2018 14:45
0
კრგია
rustavi
10 ივნისი 2018 14:44
0
Magaria, warmatebebi da bevri varjishi
შაკო
10 ივნისი 2018 12:15
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული