მადლობა ულამაზეს საქართველოს - მაიკლ დიქსონის ემოციური პოსტი სოციალურ ქსელში

AutoSharing Option
ამერიკელი კალათბურთელი მაიკლ დიქსონი, რომელიც 2 წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდა, გულშემატკივრებს "ინსტაგრამის" მეშვეობით დაემშვიდობა.

altექსკლუზივი. მაიკლ დიქსონის საქართველოს ნაკრებიდან წასვლის მიზეზი ცნობილია


"ამ წლებმა მასწავლა, რომ ცხოვრება არ არის უნაკლო, მაგრამ ადამიანების დახმარება სამაგიეროს გადახდის მოლოდინის გარეშე არის ზუსტად ცხოვრების არსი.

მადლობა საქართველოს კალათბურთის ფედერაციას და ულამაზეს საქართველოს. მადლობას გიხდით, რომ თქვენიანად მიმიღეთ და იყავით ერთ-ერთი საუკეთესო გულშემატკივრები, ვისთვისაც ოდესმე მითამაშია ჩემი კარიერის განმავლობაში.

გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ თქვენი გულშემატკივრობის ყველა მომენტი მიყვარს და თქვენ განსაკუთრებული ადგილი გიჭირავთ
ჩემს გულში.

ძალიან ბევრი რამ ვისწავლე სხვადასხვა განსხვავებული ადამიანისგან. უფლის წყალობით, კიდევ დიდხანს შევძლებ იმ თამაშის გაგრძელებას, რომელიც ასე მიყვარს.

ბოლოს, ყველა ჩემს თანაგუნდელს (2017-18 წლებში) მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო, რომ ყოველთვის მზად იყავით, უბრალოდ გეპასუხათ ჩემი ზარისთვის ან შეტყობინებისთვის. ისიამოვნეთ ზაფხულით", - წერს დიქსონი სოციალურ ქსელში.

მაიკლ დიქსონის სტატისტიკა საქართველოს ნაკრებში ასე გამოიყურება: 14 ოფიციალური შეხვედრა, 469 წუთი (საშუალოდ 33:33 წუთი შეხვედრაში), 260 ქულა (საშუალოდ 18.6 ქულა), 69 გადაცემა (საშუალოდ 4.9), 43 მოხსნა (საშუალოდ 3.1 მოხსნა).

altმადლობა, მაიკლ... - დიდი დანაკლისი საქართველოს ნაკრებისთვის


შეგახსენებთ, რომ მაიკლ დიქსონს საქართველოს ნაკრებში ამერიკელი ტედ მაკფადესი შეცვლის.

altსაქართველოს ნაკრებში დიქსონს საბერძნეთის ჩემპიონატის ბომბარდირი მაკფადენი შეცვლის [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
მადლობა დიქსონ ყველაფრისთვის ❣️❤️მოგვენატრები ❤️❣️
ნიკა ცეხლაძე
17:42 11-06-2018
2
კაცი ყოფილხარ, კაცი!
badri
20:21 11-06-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული