გურამ კაშია "სან ხოსეში" გადავიდა

AutoSharing Option
როგორც ანონსირებული იყო, საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია "ვიტესიდან" "სან ხოსეში" გადავიდა.

კაშიას ტრანსფერის შესახებ ამერიკულმა კლუბმა ოფიციალურად თავისი საიტით იუწყა.

ჯერჯერობით უცნობია რამდენწლიანი კონტრაქტი გააფორმა გურამმა.

ის ახალ გუნდში ყოფილ თანაგუნდელ ვაკო ყაზაიშვილთან ერთად ითამაშებს.

კაშია "ვიტესში" 2010 წლიდან ასპარეზობდა, 293 მატჩში 25 გოლი გაიტანა, მისი კაპიტანი იყო და განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდა, ეს გუნდი მუდამ დარჩება მის გულში და ყველას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული