ამის შესახებ Sportall.ge-ს ექსკლუზიურად თავად არაბიძემ განუცხადა.
"ნასიონალი" ახლა გადმოვიდა უმაღლეს ლიგაში. 7 ფეხბურთელს იმატებენ და გუნდს აძლიერებენ. კლუბი სულ უმაღლესში იყო და ცხრილის შუაში ტრიალებდა, მაგრამ შარშანწინ გავარდნენ, რადგან 6 ფეხბურთელი გაყიდეს.
3-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე, მაგრამ ვნახოთ მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები, შესაძლოა, ერთ წელში ან წელიწადნახევარში სხვა გუნდში გადავიდე.
მქონდა კიდევ სხვა ვარიანტები. მაგალითად გერმანიის ბრემენის "ვერდერი", დანიიდან "მიდტიულანდი"... და კიდევ 2-3 სხვა გუნდი.
ბოლოს მაინც
ჩემთვის ახლა მთავარია სისტემატიურად ვითამაშო უმაღლეს ლიგაში. "ნასიონალი" კარგი გუნდია და რაც მთავარია, ფეხბურთელებისთვის აქ კარგი გარემოა.
მთავარია, რომ უმაღლეს ლიგას ვითამაშებ. როგორც მინდოდა, ისეთ გარემოში მოვხვდი და კმაყოფილი ვარ. ვნახოთ, მომავალში რა იქნება", - გვითხრა არაბიძემ.
"ნასიონალმა" გასულ სეზონში პორტუგალიის მეორე ლიგაში 71 ქულა დააგროვა და პირველი ადგილით უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა.
გუნდი ქალაქ მადეირაში, სადაც კრიშტიანო რონალდო დაიბადა და მისი საფეხბურთო საწყისები უკავშირდება, Estádio da Madeira-ზე თამაშობს, სადაც 5132 ადამიანი ეტევა.
ესეთი მენტალიტეტით შორს ვერავინ წავა. ჯერ სადაც მიდიხარ იმაზე უნდა იფიქრო და იქ დადო 100%, მერე თუ დაიმსახურებ შეიძლება უკეთეს ადგილას წასვლა. ესე გავლით თუ იქნა არცერთი ნორმალური გუნდი სერიოზულად არ შეხედავს.