ნიკა კვეკვესკირი: არ მსურდა, პირველ რაუნდში ქართულ გუნდს შევხვედროდი

AutoSharing Option
"სამტრედიისა" და "ტობოლის" შეხვედრამდე კომენტარი კოსტანური კლუბის ქართველმა ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა გააკეთა.

"სასიამოვნოა, რომ საქართველოში, სახლში დავბრუნდი, მაგრამ სხვადასხვაგვარი გრძნობა მაქვს.

არ მსურდა, პირველ რაუნდში ქართულ გუნდს შევხვედროდი. შევეცდები, მოედანზე ჩემი საუკეთესო თვისებები წარმოვაჩინო.

"სამტრედიას" ევროპის ლიგაზე უკვე მეორედ ვხვდები. პირველ შემთხვევაში მე "გაბალაში" ვთამაშობდი და მაშინ ქართული გუნდი დავამარცხეთ.

იმედი მაქვს, ამჯერადაც გამარჯვებული ჩემი ამჟამინდელი გუნდი აღმოჩნდება და მომდევნო ეტაპზე "ტობოლი" გავა", - აღნიშნა კვეკვესკირმა.

"სამტრედიისა" და "
ტობოლის" შეხვედრა დღეს, "მიხეილ მესხზე", თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

altსამტრედია VS ტობოლი - შევეცდებით, თავი არ შევირცხვინოთ

alt"ტობოლის" ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელები ქართველები არიან

altგია ცეცაძე: წაგებას არ ვაპირებთ. ისე, გერმანიაც არ ფიქრობდა თუ კორეასთან დამარცხდებოდა

alt"ტობოლი" "სამტრედიის" სიურპრიზებს უფრთხის

alt"სამტრედიისა" და "ტობოლის" შეხვედრას ქართული ტელევიზია აჩვენებს

მკითხველის კომენტარები / 2 /
იუდას მეტი კი არაფერი უქნია
30 ვერცხლი
14:35 10-07-2018
4
კაი ახლა მთლად თავს ნუ გამოიდებ ნიკოლოზ. უფრო დიპლომატიური კომენტარის გაკეთებაც შეგეძლო. ამჯერად წარმატებები სამტრედიას და სხვა დანარჩენ შემთხვევაში შენ, კლუბშიც და ნაკრებშიც.
georgian
14:32 10-07-2018
1

სიახლეები პოპულარული