სამი გიორგი "გენტში" და აქტიური ლატვიის ბაზარი - სად მიდიან ქართველი ფეხბურთელები

AutoSharing Option
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა უკვე აქტიურ ფაზაშია შესული და რამდენიმე ქართველმა ფეხბურთელმაც გუნდი შეიცვალა.

Sportall.ge ამ სტატიაში სწორედ აღნიშნულ ტრანსფერებზე გესაუბრებათ.

უკანასკნელი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც გუნდი შეიცვალა, გიორგი ნავალოვსკია. საქართველოს ნაკრების მცველი თავისუფალი აგენტის სტატუსით მინსკის "დინამოში" ჩაირიცხა.

ბოლოს ის ხაბაროვსკის სკა-ს ღირსებას იცავდა.

altგიორგი ნავალოვსკი მინსკის "დინამოში" ჩაირიცხა

ზაფხულში ყველაზე ხმაურიანი ქართული ტრანსფერი, რა თქმა უნდა, გიორგი ქვილითაიას "გენტში" გადასვლაა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიურმა კლუბმა ჩვენებურის სანაცვლოდ ვენის "რაპიდს" 3 მილიონი ევრო გადაუხადა.

ქვილითაიამ "გენტთან" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, გუნდში კი ორი

ქართველი, გიორგი ბერიძე და გიორგი ჩაკვეტაძე დახვდა.




altგიორგი ქვილითაიამ "გენტთან" ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა [VIDEO]

დიდი ალბათობით, კლუბს მალე შეიცვლის 24 წლის მცველი ნიკა სანდოხაძე, რომელიც ლვოვის "კარპატის" საკუთრებაა.



ის იჯარით ლატვიის კლუბ "რიგასში" გადავა, სადაც სამი ქართველი: ბექა ვაჩიბერაძე, ლაშა შერგელაშვილი და ირაკლი სიხარულიძე ირიცხებიან.

alt"კარპატი" ნიკა სანდოხაძეს იჯარით ლატვიის "რიგასში" გაუშვებს

კლუბი შეიცვალა გურამ კაშიამაც. არნემის "ვიტესში" გატარებული 8 წლის შემდეგ "ჯვაროსანთა" მცველმა აშშ-ს, კერძოდ კი, "სან ხოსეს" მიაშურა.

კაშიამ უკვე მიიღო მონაწილეობა ამხანაგურ შეხვედრაში, სადაც მისი ახალი კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუზავდა (0:0).




altგურამ კაშიას დებიუტი "სან ხოსეში" "მანჩესტერ იუნაიტედთან" შედგა - მან მარსიალს გასაქანი არ მისცა [VIDEO]

როგორც დაანონსებული იყო, დონეცკის "შახტარს" თავი დააღწია და ახალი გუნდი იპოვა გიორგი არაბიძემ.

20 წლის ნახევარმცველი პორტუგალიურ "ნასიონალში" გადაბარგდა და ამხანაგურ მატჩებში შესანიშნავ თამაშსაც ანახებს.




altგიორგი არაბიძემ "ნასიონალში" ისევ გაიტანა გოლი [VIDEO]

კვიპროსის კლუბ "ანორთოსისში" ზაფხულში ორი ქართველი ფორვარდი, ბექა მიქელთაძე და ნიკა კაჭარავა ჩაირიცხა.

სამწუხაროდ, ფამაგუსტური კლუბი მომდევნო სეზონში ევროთასებზე ვერ იასპარეზებს, რადგან ის ევროპის ლიგაზე ალბანეთის კლუბ "ლაკისთან" დამარცხდა.

აქვე გეტყვით, რომ "ანორთოსისში" შესაძლოა მთავარ მწვრთნელად თემურ ქეცბაია დაბრუნდეს.




altკაჭარავას და მიქელთაძის "ანორთოსისი" ევროპა ლიგის გათამაშებიდან ალბანურმა გუნდმა გამოაგდო

alt"ანორთოსისმა" ნიკა კაჭარავა წარადგინა

altბექა მიქელთაძე: ამისთვის თემურ ქეცბაიას დიდ მადლობას გადავუხდი

საფრანგეთის მე-2 ლიგაში გადაბარგდა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი ჯაბა ჯიღაური.

26 წლის ნახევარმცველმა "ორდაბასი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და "გრენობლში" ჩაირიცხა, რომელთანაც ხელი 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა.




altყაზახეთიდან საფრანგეთში - "გრენობლმა" ჯაბა ჯიღაური წარადგინა

ლატვიის კლუბ "იელგავაში" გადავიდა 23 წლის ქართველი ნახევარმცველი გურამ ლუკავა. ის ბოლოს ფოთის "კოლხეთში" ირიცხებოდა.




alt23 წლის გურამ ლუკავა ლატვიის ჩემპიონატში გადავიდა

altგურამ ლუკავამ "იელგავას" 90+4-ე წუთზე გატანილი გოლით მოაგებინა [VIDEO]

კლუბი გამოიცვალა ირაკლი სიხარულიძემაც და მანაც ლატვიის ჩემპიონატს მიაშურა.

27 წლის ქართველი ფორვარდი "რიგასში" გადაბარგდა. ბოლოს ის ჩეხურ "სლოვაცკოში" იმყოფებოდა, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.




altოფიციალურად: ირაკლი სიხარულიძე "რიგასში" გადავიდა

ფრანგულ "ბასტიაში" განაგრძობს კარიერას 30 წლის ქართველი ფორვარდი ბაჩანა ცხადაძე.

მას კორსიკულმა კლუბმა 1+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა. ბოლოს ბაჩანა საჩხერის "ჩიხურაში" თამაშობდა.




altსაჩხერიდან კორსიკაზე - ბაჩანა ცხადაძე "ბასტიაში" გადავიდა

დაანონსებულია ზაფხულში კიდევ ორი ტრანსფერი, რომელიც ქართველ ფეხბურთელებს უკავშირდება.

დიდი ალბათობით, გუნდები უნდა შეიცვალონ გიორგი აბურჯანიამ და ოთარ კიტეიშვილმა.




altკიდევ ერთი ქართველი "სარაგოსაში"? - ესპანური კლუბი ოთარ კიტეიშვილით დაინტერესდა

altგიორგი აბურჯანიას კვიპროსში დაბრუნება არ სურს და მისი მომავალი რამდენიმე დღეში გაირკვევა

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეხლა სხედან ბელგიელები და ფიქრობენ - გეორგიადან სამი ფეხბურთელი გვყავს. ერთსაც გიორგი ჰქვია, მეორესაც და მესამესაცო. მაგ ქვეყნის პრეზიდენტს რა ჰქვიაო ? გაგიკვირდებათ და... გიორგიო.
წადით თქვენი უფანტაზიო ასე და ისეო, შემოგვიკურთხებენ DDDDDDDD
korben dallas
14:12 24-07-2018
3
შეასწორეთ
საქართველოს ნაკრებმა "გენტთან" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, გუნდში კი
ორი ქართველი, გიორგი ბერიძე და გიორგი ჩაკვეტაძე დახვდა.
George
14:40 24-07-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული