"გენტი" ბელგიის ჩემპიონატის სტარტზე დამარცხდა, ჩაკვეტაძემ საგოლე გადაცემა გააკეთა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელგიის მორიგმა ჩემპიონატმა ლიეჟში ადგილობრივი "სტანდარდისა" და ქართველების "გენტის" მატჩით აიღო სტარტი, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

ეს შეხვედრა გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ჩაატარა, მან ჯერ პირველი საგოლე კომბინაცია წამოიწყო, ხოლო 82-ე წუთზე ფლანგზე გაიჭრა და მისი პასით სტალონე ლიმბობმემ ანგარიში 3:2 გახადა. ამის შემდეგ სტუმრები ბევრს ეცადნენ თამაშის გადარჩენას, მაგრამ ვერ მოახერხეს და წააგეს.

გიორგი ბერიძე "გენტის" განაცხადში არ იყო, გიორგი ქვილითაია კი ტრავმირებულია და აგვისტოს შუა რიცხვებში
დაიწყებს თამაშს.

4 აგვისტოს, მე-2 ტურში "გენტი" "ზულტე-ვარეგემს" უმასპინძლებს.

altსამი გიორგი "გენტში" და აქტიური ლატვიის ბაზარი - სად მიდიან ქართველი ფეხბურთელები

 

altგიორგი ქვილითაიამ "გენტთან" ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგარი ბიჭი ხარ ჩაკვეეეე, წარმატებებს გისურვებ შენ, ბერიძეს და ქვილითაიას მალე შეუცვლელ სამეულად მინდა გიხილოთ გენტში და მერე ვნახოთ იქნებ უკეთეს ლიგაში. ღმერთი თქვენსკენ
roma
12:28 28-07-2018
0
სტანდარდის მოედანზე 2:3 არც მთლად მიუღებელი შედეგი უნდა იყოს. წარმატებები ქართველ ბიჭებს! თქვენს გვერდით ვართ! შემომიერთდით, ვინც მეთანხმებით! :–)
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული