ლევან ყენია კლაუს ტოპმიოლერის ვაჟის გაწვრთნილ გუნდში გადავიდა

AutoSharing Option
ლევან ყენია კარიერას ლუქსემბურგის კლუბ "დუდელანჟში" განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაცია Sportall.ge-ს მან თავად დაუდასტრა.

"დუდელანჟში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავედი და 1-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე.

ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ახალ გუნდში დებიუტი შეიძლება დღესვე მქონდეს.

რატომ გადავედი "დუდელანჟში"? პირველ რიგში, ჩემი ოჯახი აქეთ ცხოვრობს, ჩემს სახლთან ახლოს ვარ, ასევე მინდა ძალები ევროპაში მოვსინჯო.

მწვრთნელის ფაქტორიც არის, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობთ", - გვითხრა ყენიამ.

"დუდელანჟის" მწვრთნელი 37 წლის დინო ტოპმიოლერია, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელის კლაუს ტოპმიოლერის ვაჟია.

კლუბი ლუქსემბურგის მოქმედი ჩემპიონია.
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაზე "დუდელანჟი" უნგრეთის "მოლ ვიდისთან" დამარცხდა, რის შემდეგაც ევროპის ლიგაზე გადაერთო.

ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კი ყენიას ახალი გუნდის მეტოქე კოსოვოს "დირტაა", რომელსაც საკუთარ მოედანზე 2:1 მოუგო. ლევანი ბოლოს თბილისის "ლოკომოტივში" ირიცხება.

altლევან ყენია: ჩემს თავს ვაჯობე და როდესაც მოედანზე შევედი, ვიგრძენი, რომ...

altლევან ყენია: კარიერის დასრულებაზე ბევრჯერ მიფიქრია, მაგრამ...

მკითხველის კომენტარები / 5 /
ნაკლებად მჯერა რომ ყენიამ და მჭედლიძემ თუნდაც ნახევარი სეზონი უტრავმოდ ჩაატარონ.
dato
15:42 28-07-2018
0
მოკლედ არავის არ უნდა საქართველოს სამოყვარულო ჩემპიონატში თამაში...არც გულშემატკივრებს არ აინტერესებს ამ გუნდებში დასაქმებული არაპროფესიონალების ყურება...ძაან კარგი იქნება რომელიმე საერთაშორისო ლიგის თემას თუ მივაწვებით კავკასიის ან რამე მსგავსი
ოთო
12:43 28-07-2018
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული