ლეგიონის უქმეები: ორი გოლი, მოგებული და წაგებული სუპერთასები [VIDEO]

AutoSharing Option
ქართული გოლები გერმანიასა და დანიაში ვიხილეთ, საბა კვირკველიამ რუსეთში სუპერთასისთვის ბრძოლაში ნერვები ვერ მოთოკა.

გერმანია. ლიგა 3. ლუკას ჰუფნაგელი "უნტერჰახინგში" დაბრუნდა და პირველივე თამაშში გაიტანა. მისმა გუნდმა პირველ ტურში სტუმრად "უერდინგენი" დაამარცხა. ლუკასმა 47-ე წუთზე სტუმართა მეორე გოლი გაიტანა. ის 85-ე წუთზე შეცვალეს.

საფრანგეთი. ლიგა 2. ჯაბა ჯიღაური განაცხადში არ ყოფილა. მისმა "გრენობლმა" პირველ ტურში "სოშოს" აჯობა - 1:0.

ბელგია. ჟუპილერლიგა. ჩემპიონატი წაგებით დაიწყო ქართველთა "გენტმა", რომელიც ლიეჟში "სტანდარდთან" 2:3 დამარცხდა. ჩვენებურებიდან მხოლოდ გიორგი ჩაკვეტაძემ ითამაშა (90 წთ) და საგოლე
პასიც მიითვალა. გიორგი ბერიძე განაცხადში არ იყო, გიორგი ქვილითაია ტრავმირებულია.

დანია. სუპერლიგა. ლაშა პარუნაშვილმა დანიის სუპერლიგაში პირველი გოლი გაიტანა, თანაც, ძალიან ლამაზი. მართალია, მისი "ესბიერგი" სტუმრად "მიდტიულანდთან" 1:3 დამარცხდა, მაგრამ ქართველის გოლი ძალიან შთამბეჭდავი იყო. პარუნაშვილმა 45-ე წუთზე დაუმუშავებლად დაარტყა მეტოქის კარში. მან შეუცვლელად ითამაშა.


საბა ლობჟანიძის (90 წთ) "რანდერსმა" შინ 1:0 მოუგო "ოდენსეს".

პოლონეთი. ექსტრაკლასა. ვატო არველაძის "კორონა" შინ "ლეგიასთან" 1:2 დამარცხდა. ქართველი 71-ე წუთზე გამოჩნდა.

გიორგი მერებაშვილის (81-ე წუთზე შეცვალეს) "პლოცკი" სტუმრად "გურნიკს" დაუზავდა - 1:1.

ლუკა ზარანდიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მისი "არკა" შინ "იაგელონიასთან" დამარცხდა - 0:2.

ლაშა დვალის "პოგონი" დღეს "პიასტს" მასპინძლობს.

I დივიზიონი. გუგა ფალავანდიშვილის (69-ე წუთზე შევიდა, გააფრთხილეს) "პოდბესკიძიე" შინ "ტერმალიცასთან" 1:2 დამარცხდა.

შვედეთი. ოლსვენსკანი. გიორგი ხარაიშვილის (90-ე წუთზე შეცვალეს) "გოტებორგმა" "ბრომაპოიკარნა" 3:0 გაანადგურა.

შვეიცარია. სუპერლიგა. ვაკო გვილიას "ლუცერნი" სტუმრად "თუნთან" 1:2 დამარცხდა. ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 64-ე წუთზე გამოჩნდა.

ავსტრია. ერსტე ლიგა. ლევან ელოშვილის "კაპფენბერგმა" 3:0 მოუგო ვენის "აუსტრიის" სამოყვარულო გუნდს. ელოშვილი მოედანზე 61-ე წუთზე შემოვიდა.

უნგრეთი. OTP ბანკ ლიგა. ბაჩანა არაბულის (სათადარიგო) "პუშკაშ აკადემია" სტუმრად "დიოშდიორს" დაუზავდა - 2:2.

ხორვატია. HNL. პირველ ტურში ელიტაში გადასული "გორიცა" სტუმრად "რიეკასთან" 0:2 დამარცხდა. გიორგი მჭედლიშვილმა წაგებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა.

სლოვაკეთი. ფორტუნა ლიგა. ვახტანგ ჭანტურიშვილის (არ უთამაშია) "ტრნავამ" "მორავცეს" სძლია - 1:0.

ნორვეგია. ობოსლიგაენი. ოთარ ჯავაშვილის (90 წთ, გააფრთხილეს) "ფლორიო" შინ "ტრომსდალენს" გაუსწორდა - 1:0.

ლუქსემბურგი. სუპერთასი. ლევან ყენიამ სადებიუტო მატჩში "დუდელანჟის" შემადგენლობაში სუპერთასი მოიგო. მისმა გუნდმა "რასინგს" 2:0 სძლია, ხოლო ყენია მოედანზე 73-ე წუთზე შევიდა.

რუსეთი. სუპერთასი. საბა კვირკველიამ პირველ ოფიციალურ მატჩში წითელი ბარათი მიიღო. სუპერთასისთვის ბრძოლაში "ლოკომოტივი" დამატებითში 0:1 დამარცხდა ცსკა-სთან. 113-ე წუთზე კვირკველიამ მეტისმეტად იუხეშა - სათამაშო ეპიზოდის დასრულებისთანავე მეტოქის მცველ ბეკაოს ჯერ ფეხი, შემდეგ კი ხელი უთავაზა და მსაჯმაც პირდაპირ წითელი ბარათი აუფრიალა. კვირკველია სასტარტო შემადგენლობაში იყო.


პრემიერლიგა. ტრავმირებული გიორგი ჭანტურიას "ურალი" შინ "ანჟისთან" 0:1 დამარცხდა.

კიდევ ერთი ტრავმირებული ჯანო ანანიძის "სპარტაკი" "ორენბურგს" დაუხვდა და 1:0 მოუგო.

ჯიმი ტაბიძის
"უფა" საბა კვირკველიას "ლოკომოტივს" უმასპინძლებს.

უკრაინა. პრემიერლიგა. ზაურ მახარაძის (90 წთ) "ზორია" სტუმრად "ოლექსანდრიასთან" 0:1 დამარცხდა.

სანდრო კობახიძის
(90 წთ) "ვორსკლა" სტუმრად "ოლიმპიკთან" დამარცხდა - 0:1.

ლუკა კობერიძის (90 წთ) "დესნამ" სტუმრად "მარიუპოლი" გაანადგურა - 4:1.

დავით ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა. "შახტარმა" 3:0 მოუგო "არსენალს".

ლატვია. ვირშლიგა. თამაზ პერტიას "ლიეპაიამ" 6:2 გაანადგურა "ვალმიერა".

გურამ ლუკავას (90 წთ) "იელგავა" შინ "ვენტსპილსთან" დამარცხდა - 0:3.

ქართველთა "რიგასს" დღეს დერბი აქვს "რიგასთან".

ყაზახეთი. პრემიერლიგა. შოთა გრიგალაშვილი 68-ე წუთზე გამოცვალეს. მისი "ყიზილ-ჟარი" კი "კაისარს" ესტუმრა და 1:2 დამარცხდა.

ქართველთა "ტობოლი" სტუმრად "ქაირათთან" 0:1 დამარცხდა. ჯაბა კანკავა სათადარიგო იყო, ნიკა კვეკვესკირი განაცხადში არ იყო.

კახა ცხადაძის "ორდაბასი" შინ 1:2 დამარცხდა "ჟეტისუსთან". სტუმართა რიგებში ლაშა კასრაძე სათადარიგო იყო.

უზბეკეთი. სუპერლიგა. შოთა არველაძის "ფახთაქორი" სტუმრად "ნავბახორთან" დამარცხდა - 0:1, თუმცა ლიდერობას ინარჩუნებს.

აშშ. MLS. "სან ხოსემ" "რეალ სოლტ ლეიკს" უმასპინძლა და 0:0 დაუზავდა. შეუცვლელად ითამაშეს გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული