ქართველების "ტობოლი" ერევანში "პიუნიკთან" დამარცხდა და ევროპა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "ტობოლი" ერევანში "პიუნიკთან" 0:1 დამარცხდა და რადგან პირველი შეხვედრა სახლში 2:1 ჰქონდა მოგებული, სტუმრად გატანილი მეტი გოლის წესით შემდეგ ეტაპზე სომხური გუნდი გავიდა.

დღევანდელ მატჩში ერთადერთი გოლი "პიუნიკის" კოტ დ'იუვარელმა თავდამსხმელმა მოჰამედ კონატემ 82-ე წუთზე გაიტანა.

"ტობოლის" შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშეს ნიკა კვეკვესკირმა და ჯაბა კანკავამ.

შეგახსენებთ, ტურნირის პირველ რაუნდში "ტობოლმა" "სამტრედიას" სძლია.

altქართველების "ტობოლმა" ევროპა ლიგაზე სომხური "პიუნიკი" 2:1 დაამარცხა

alt"სამტრედია" "ტობოლთან" სტუმრადაც დამარცხდა და ევროპა ლიგას გამოეთიშა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
3 წლის წინ ჯაბამ ევროპა ლიგაზე ფინალი ითამაშა და დღეს სადაა? ასე რატომ დაეცა და ამ უსახურ ტობოლში რისთვის წავიდა? დასანანია ამ კაცის ასეთი კარიერული დაღმასვლა. ჩვენმა დემორალიზებულმა სამტრედიამ დიდი წინააღმდეგობა გაუწია და საბურთალო რომ ყოფილიყო სამტრედიის ადგილზე უეჭველად დაამარცხებდა ტობოლს.მოკლედ ბედის ირონიაა ჯაბა და ტობოლი!
georgia
11:33 01-08-2018
0
ხვდებით ჩვენ სად ვართ?!
Georgian
01:37 01-08-2018
2

სიახლეები პოპულარული