გიორგი მერებაშვილი "კორონასთან" მატჩის 35-ე წუთზე გააძევეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პოლონეთის ექსტრაკლასა მეორე ტურში გიორგი მერებაშვილის "ვისლა" პლოცკში 1:2 დამარცხდა ვატო არველაძის კელცეს "კორონასთან".

მასპინძელთა ნახევარმცველმა მერებაშვილმა 35-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მისი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, პირველი ტაიმი კი 0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ სტუმართა გუნდში შეცვლაზე შევიდა თავდამსხმელი არველაძე. 53-ე წუთზე სორიანომ თერთმეტმეტრიანით "კორონა" დააწინაურა, 90-ეზე ჯუკიჩმა მეორედ დაამწუხრა პლოცკელები, ხოლო 90+7-ე წუთზე კარლიტოსმა ერთი ბურთი გაქვითა.

altგიორგი მერებაშვილი გოლით დაბრუნდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
მოკლედ ორივე ქართველისთვის ცუდი დღე იყო. შეცვლაზე შემოსული არველაძე უკან რატომ შეცვალეს დაწერეთ რა.
ზაზა
16:15 04-08-2018
0
მსაჯი კი არა ბატების მწყემსია. რისთვის მისცა,თან მეორე ყვითელი.
პაატა
15:01 04-08-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული