ქართველი ლა ლიგის გზაზე - დებიუტი პრიმერა დივიზიონის კლუბში და ესპანეთის ჩემპიონატში თამაშის შანსი

AutoSharing Option
19 წლის ქართველ ნახევარმცველ გიორგი ქოჩორაშვილს ლა ლიგის ბინადარ "ჟირონას" რიგებში დებიუტი ჰქონდა.

მან "საბადელთან" მოგებულ ამხანაგურ შეხვედრაში (1:0), მოედანზე 65 დაჰყო.

Sportall.ge ქოჩორაშვილს ესპანეთში დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა.

"ჟირონა" 5 დღის წინ დაბრუნდა შეკრებიდან. ჩემი წაყვანა შეკრებაზე ვერ მოხერხდა, რადგან ჩემს პოზიციაზე ფეხბურთელები ჰყავდათ.

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ნახევარმცველი გადავიდა "ვალიადოლიდში" და პირველ გუნდში როგორც ვარჯიშის, ისე თამაშის საშუალება მომეცა.

ჩემით ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. ყველაზე მეტად რაც მესიამოვნა, ხალხის ყურადღება და შექება იყო, რადგანაც ჩვენი საქმეა მაყურებელი ვასიამოვნოთ.

ასევე
მოხარული ვარ, რომ ჩემს თამაშს მრავალი ჟურნალისტის გამოხმაურება მოჰყვა.

დღეს ამხანაგურ შეხვედრაში "ტოტენჰემს"ვეთამაშებით. განაცხადში ვიქნები, მაგრამ მათამაშებს თუ არა მწვრთნელი, ეს უკვე მასზეა დამოკიდებული.

მომავალ სეზონში ლა ლიგაში თამაშის შანსი? არ არის გამორიცხული, მაგრამ ჯერ მაგისთვის არ ვემზადები. მინდა, რომ მეორე გუნდთან ერთად კარგი სეზონი ჩავატარო და ლა ლიგაზე ფიქრი მერე დავიწყო, მაგრამ სავარაუდოდ, შანსი ლა ლიგაშიც მომეცემა“, - გვითხრა ქოჩორაშვილმა.

აქვე გეტყვით, რომ გიორგი ქოჩორაშვილი შოთა არველაძისა და გიორგი დემეტრაძის შემდეგ მესამე ფეხბურთელია, რომელმაც ლა ლიგის ბინადარ კლუბში ითამაშა.

altგიორგი ქოჩორაშვილი: იყო ლაპარაკი, რომ შანსი "ჟირონას" პირველ გუნდშიც მომეცემოდა...

alt"თუ ჯარისკაცი ქვეყნის ტერიტორიას იცავს, ფეხბურთელმა ქვეყნის სახელი უნდა დაიცვას"

მკითხველის კომენტარები / 5 /
ვა რა კარგად საუბრობს თავის შანსები და თავის ამჟამინდელ მდგოგომარეობაზე. არ აქვს თავში ავარდნილი და თავი უკვე ბარსას ვარსკვლავი არ გონია. გაიხარე ლუკა :) ბევრი მოგვცეს ნეტა შენიი კარგი ბიჭი. თუ ასე გააგრძელებ, აუცილებლად მოგცემ უფალი იმას, რაც გაქვს მიზნად
Papu
11:23 04-08-2018
0
ობიექტური ბიჭია! ძალიან კარგი, იცის თავისი შესაძლებლობები. დღეისთვის მეორე გუნდის მოთამაშეა, მოუმატებს და დაუფასებელი არ დარჩება. ვუსურვოთ გიოს წარმატება, გუნდის ლიდერი გახდეს!
მერაბი
12:21 04-08-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული