ჩვენებურმა პირველი გოლი მე-19 წუთზე გაიტანა, 88-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა ფეხბურთელმა გურამ კაშიამაც, რომელმაც 74-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო.
აღსანიშნავია, რომ "დალასი" დასავლეთ კონფერენციის ლიდერია, "სან ხოსეს" კი 12 მატჩი არ ჰქონდა მოგებული.
ქართველების გუნდი მორიგ მატჩს 12 აგვისტოს გასვლაზე "კოლორადოს" წინააღმდეგ გამართავს.
ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას "სან ხოსე" MLS-ის ზედიზედ მე-3 შეხვედრაში დამარცხდა [VIDEO]