ჩემი ქვეყნის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული - გიორგი აბურჯანიას პოსტი სოციალურ ქსელში

AutoSharing Option
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წელი გავიდა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ნაკრებისა და "ლუგოს" ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

"დიდება სამშობლოსთვის თავდადებულ გმირებს. ჩემი ქვეყნის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული", - წერს აბურჯანია.

შეგახსენებთ, რომ ის რამდენიმე კვირის წინ სეგუნდა დივიზიონის ბინადარ "ლუგოში" გადავიდა, იქამდე კი "სევილიას" მეორე გუნდში ირჯებოდა.

Sportall.Ge

alt"ლუგომ" გიორგი აბურჯანია წარადგინა

altგიორგი აბურჯანია: "ლუგოში" მათი საფეხბურთო ფილოსოფიის გამო გადავედი

altრას წერს "ლუგოს" საიტი გიორგი აბურჯანიას შესახებ

alt"მჯერა, რომ ეს წარმოუდგენელი ბოროტება, რომელიც უკვე 200 წელია სხვადასხვა

ფორმით გრძელდება, დასრულდება"

მკითხველის კომენტარები / 13 /
მისასალმებელი ფაქტია ყოჩაღ აბურჯანიას. სხვა წარმატებულმა სპორცმენებმაც რო მიბაძონ არიქნება ურიგო.
ნიკა
10:18 08-08-2018
1
საზოგადოება ამ საკითხში ერთიანი უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ჩვენი სახლია და ასეთ თემებზე მარტო მთავრობას არ უნდა ვუყურებდეთ. ამ საკითხთან დაკავშირებით ყველამ რაც შეგვიძლია ის უნდა ვაკეთოთ. თითოეულმა ქართველმა, ვისაც მსოფლიოს ამა თუ იმ კუთხეში რაიმე სიტყვა ეთქმის, აბუს უნდა მიბაძოს და გააგებინოს მის გარშემო რაც შეიძლება მეტ ხალხს თუ რას აკეთებს რუსეთი ჩვენს მიწაზე. ეს ყველას ვალია ვინც თავს ქართველად თვლის!!!
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული