გამოცემა იუწყება, რომ დიდი შანსია, 31 აგვისტომდე, ვიდრე სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება, კაკაბაძე და "ხიმნასტიკის" კიდევ ერთი ფეხბურთელი სტოლე დიმიტრიევსკი ლა ლიგაში გადაბარგდნენ.
"ოთარ კაკაბაძე და სტოლე დიმიტრიევსკი "ხიმნასტიკს", სავარაუდოდ, ამ ზაფხულს დატოვებენ და ლა ლიგის გუნდში გადავლენ, თუმცა ბოლომდე გარკვეული არაფერია.
კაკაბაძეს გასულ წელს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და მისით პრიმერა დივიზიონის კლუბები არიან დაინტერესებულნი", - წერია საიტზე.
2 თვის წინ Sportall.ge-მ
ექსკლუზივი. ოთარ კაკაბაძე: მთავარია შემოთავაზება, თორემ დაინტერესება ახლაც არის...
საქართველოს ნაკრების მცველი "ხიმნასტიკის" წევრი 2016 წლიდან არის, ერთი წლით კი დანიურ "ესბიერგში" იყო განათხოვრებული.
ინტერვიუ ოთარ კაკაბაძესთან: დარჩება თუ არა ქართველი "ხიმნასტიკში"?