ჭორი თუ რეალობა? - ოთარ კაკაბაძე ლა ლიგაში მოთამაშე მადრიდული კლუბის სამიზნეა

AutoSharing Option
ესპანური Losotros18.com ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოს ნაკრებისა და "ხიმნასტიკის" მცველის, ოთარ კაკაბაძის შეძენა, ლა ლიგის ბინადარ "ხეტაფეს" სურს.

წყარო წერს, რომ ყველაფერი თითქოს ისე მიდიოდა, კაკაბაძე ზაფხულში ტარაგონულ კლუბში დარჩებოდა, თუმცა სიტუაცია შეიცვალა და ის მადრიდული გუნდის სამიზნეა.

"ხეტაფეს" ქართველი ფეხბურთელის შესაძენად 1 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ახლა "ხიმნასტიკის" მთავარი საზრუნავია, ოთარის შემცვლელის ძიება დაიწყოს.

შეგახსენებთ, რომ "ჯვაროსანთა" მცველის შესაძლო ტრანსფერზე ლა ლიგაში, რამდენიმე დღის წინ Diarimes.com-იც წერდა.

რაც შეეხება "ხეტაფეს", კლუბი ქალაქ მადრიდში ასპარეზობს და პრიმერა დივიზიონის პირველ ტურში,
დღეს თანაქალაქელ "რეალს" დაუპირისპირდება.

altესპანური პრესა: დიდი შანსია, ოთარ კაკაბაძე ლა ლიგაში ამ ზაფხულსვე გადავიდეს!

მკითხველის კომენტარები / 8 /
წარმატებები ოთარს,აუცილებლად უნდა გამოიყენოს ეს შანსი თუ შემოთავაზება რეალურია.ხეტაფეს წელსვე სერიოზული მიზნები აქვს ევროპა ლიგას უმიზნებენ და იმედია ოთარიც ან პროექტის ნაწილი იქნება.
guriidan
15:43 19-08-2018
0
კაია, მარა 1 მილიონი? 4-5 მილიონი რომ ეთქვათ უფრო რეალური იქნებოდა. საქართველოდან ხომ არ მიჰყავთ მოთამაშე? ესპანეთია. ამიტომ არ მჯერავს.
ვასო
15:28 19-08-2018
3

სიახლეები პოპულარული