ბეგლარიშვილი ესტონეთის მოქალაქე გახდება? - ქართველ შემტევს ამისთვის გამოცდის ჩაბარება მოუწევს

AutoSharing Option
დიდი ალბათობით, ტალინის "ფლორას" ქართველი ფეხბურთელი ზაქარია ბეგლარიშვილი ესტონეთის მოქალაქე გახდება.

როგორც მან Sportall.ge-ს განუცხადა, ის ნოემბერში ესტონური ენის გამოცდას ჩააბარებს, რის შემდეგაც ამ ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებს.

"ესტონეთის მოქალაქეობის მიღებას ვაპირებ, მაგრამ ამისთვის საჭიროა, გამოცდა ჩავაბარო.

უკვე დავრეგისტრირდი და გამოცდა 11 ნოემბერს იქნება.

ვფიქრობ, არ გამიჭირდება, რადგან ესტონურად კარგად ვლაპარაკობ, ასევე ვწერ და ვკითხულობ.

ესტონეთის ნაკრებში თამაშის შანსი? მათმა მწვრთნელმა რამდენიმე თვის წინ ინტერვიუში თქვა, რომ თუ მოქალაქეობას ავიღებდი და ფორმაში ვიქნებოდი, გამომიძახებდა.

ასე რომ, ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული.

რას ვიზამ,
თუ ესტონეთის ნაკრებში თამაშის ჩატარებამდე საქართველოს ნაკრებში დამიძახებენ? ამ ეტაპზე მაგ კითხვაზე პასუხის გაცემას საჭიროდ არ ვთვლი", - გვითხრა ბეგლარიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბეგლარიშვილს ესტონეთის მიმდინარე ჩემპიონატში 22 მატჩში 19 ბურთი აქვს შეგდებული, რითაც ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილზე იმყოფება და მე-2 პოზიციაზე მყოფ რომან დებელკოს ერთით, ხოლო ლიდერ ლილიუს 6 გოლით ჩამორჩება.

altზაქარია ბეგლარიშვილის ულამაზესი გოლი ესტონეთის ჩემპიონატში [VIDEO]


alt"ვაისი ჩემით არასდროს დაინტერესებულა, ესტონეთის ნაკრებში კი შანსი მომეცემა"



მკითხველის კომენტარები / 9 /
საქართველოს ნაკრებში დიდი ალბათობით არ დაგიძახებენ და კარიერას ნუ გაიფუჭებ,აიღე მოქალაქეობა და ესტონეთის ნაკრებში თუ დაგიძახეს მეტ ავტორიტეტსაც მოიხვეჭავ
vax-vax
12:14 22-08-2018
0
ზაქრო ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, ის აიაქსის სკოლაშიც კი იყო 6 თვე ვინც არიცის, მერე მოხდა ისე რომ ძალიან უნდოდათ მისი დატოვება მაგრამ ქართულმა სენმა იჩინა თავი და ჩვენმა ქართველებმა ზაქროში აიაქსს მოთხოვეს სოლიდური თანხა რაზეც უარი ტკიცეს და გამოუშვეს უკან, საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა... მას მერე შანსი არმისცემია იქნებ რაშეუძლია, ესტონელებს ისე დავცინით გეგონება ჩვენი ჩემპიონატი აღემატებოდაეს მაგათსას რამით. გოლები გააქვს სრული სათამაშო პრაქტიკა აქვს მაგრამ სრული იგნორი, ახლა უკვე შესთავაზეს ესტონელებმა მოქალაქეობა, ნაკრებში თამაში და რატიომაც არა წლებია იქ არის, თავისს შანსს გამოიყენებს და აი მერე კლავიატურის მგლები დაუწყებენ გინებას მოღალატეაო, სეკაი დედმამიშვილო სადიყავი აქამდე 4 სეზონია ბომბარდირია თუ ბომბარდირი არარ 3 -ეულში ტრიალებს სეზონში საშუალოდ 17-20 გოლი გააქვს. წარმატებები ბეგლარას, სადაც დაგაფასებენ იქ უნდა იყო! არვამტყუნებ ამ კაცს!!!
ძეკე
00:03 23-08-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული