ოთარ კაკაბაძე "ხიმნასტიკის" განაცხადშია და დღეს სეგუნდა დივიზიონში ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ხიმნასტიკის" მცველი ოთარ კაკაბაძე, ტარაგონული კლუბის განაცხადშია და დღეს სეგუნდა დივიზიონის მე-2 ტურის შეხვედრაში ითამაშებს.

როგორც იცით, ქართველ უკანახაზელს, ლა ლიგის ერთ-ერთ კლუბს უკაშირებენ. კონკრეტულად კი ესპანური პრესა "ხეტაფეს" ასახელებს.

აქვე გეტყვით, რომ "ხიმნასტიკმა" ორი დღის წინ კაკაბაძის პოზიციაზე ალჟირელი მცველი ლიასინე კადამურო დაიმატა, რასაც წესით, ოთარის ტრანსფერისთვის ხელი უნდა შეეწყო.

"ხეტაფემ" კი იუწყა, რომ კაკაბაძის პოზიციაზე "უოტფორდიდან" დიმიტრი ფოულკუერი გადაიბირა.

ესპანეთში სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს იხურება, ტარაგონელები კი დღეს გასვ
ლაზე "ხიხონს" ეთამაშებიან.

altოთარ კაკაბაძის ტრანსფერი ლა ლიგაში კიდევ უფრო რეალური ხდება - "ხიმნასტიკმა" ქართველის პოზიციაზე ფეხბურთელი დაიმატა

alt"ხეტაფემ" ოთარ კაკაბაძის პოზიციაზე "უოტფორდის" ფეხბურთელი დაიმატა

altოთარ კაკაბაძე: დღე-დღეზე ველოდები კონტრაქტს პრიმერა დივიზიონის კლუბისგან

მკითხველის კომენტარები / 1 /
გაურკვეველი სიტუაციაა, ერთის მხრივ, წამსვლელი, უკვე წასული უნდა იყოს და მეორეს მხრივ, ოთარამ თუარ მოუმატა, მანდაც არ გაუჭირდეს ადგილის შენარჩუნება, რა იცი რა აქვს თავში მწვრთნელს, იქნებ ოთო სქემაში ვერ ჯდება. არ მომეწონა შექმნილი სიტუაცია, მიდი ოთო, მიაწექი. იმ ეგვიპტელმა მსოფლიოზე ითამაშა მგონი, და ტრენერს დაევასა? მდააა, ცუდია. დღეს თუ 90 წუთი ათამაშეს სანერვიულო არაფერია.
ვასო
12:56 26-08-2018
2

სიახლეები პოპულარული