"ანორთოსისმა" ბექა მიქელთაძის გოლით გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის ჩემპიონატის პირველ ტურში "ანორთოსისმა" სტუმრად 1:0 სძლია "დოქსას" და ეს ერთადერთი გოლი 20 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ბექა მიქელთაძემ გაიტანა.

ბექა 56-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 82-ე წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი. ფამაგუსტური გუნდის მეორე ქართველი ფორვარდი ნიკა კაჭარავა 85-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

1 სექტემბერს "ანორთოსისი" გასვლაზე "პაფოსს" ხვდება.

შეგახსენებთ, მიქელთაძე კვიპროსულ გუნდში "რუსთავიდან", ხოლო კაჭარავა "კორონადან" გადავიდა.

alt"ანორთოსისს" ქართული შეტევა ეყოლება - კვიპროსს კიდევ ერთმა ქართველმა მიაშურა

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ! პასი კარგი იყო მაგრამ მისი წვლილი ნაკლები არ არის ამ გოლში. ეს ერთი და სხვა მრავალი. არ დაუკლო თამაშს.
გიორგი
13:32 27-08-2018
0

სიახლეები პოპულარული