შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ბელგიური კლუბის ფორმა პირველად მოირგო და მას დებიუტი ჰქონდა.
"ეს არ არის მხოლოდ გოლი. ეს არის 3-თვიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგი.
მინდა, ფიზიოთერაპევტებს და მწვრთნელებს მადლობა გადავუხადო. ჩემს გამოჯანმრთელებაში წვლილი ყველას მიუძღვის.
20 მაისს გამიკეთეს ოპერაცია და მითხრეს, რომ 4 თვე გამიცდებოდა, თუმცა 3 თვეში დავბრუნდი. ექიმებს ყოველთვის ვუჯერებდი და მენტალური გამძლეობა ჩემი ძლიერი მხარეა.
იმედი მაქვს, ხალხი ჩემს შესაძლებლობებს დაიჯერებს,
"გენტისთვის" ბევრ გოლს გავიტან, მაგრამ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება", - განაცხადა ქვილითაიამ.