გურამ კაშიამ კრიტიკოსებს უპასუხა, მხარდამჭერებს კი მადლობა გადაუხადა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ ინსტაგრამით კრიტიკოსებს პასუხი გასცა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

"ვიდრე ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება ჩვენს ქვეყანაში, იმ ადამიანისთვის გამოვცხადდები ნაკრებში!

ფეისბუქის გვერდს ვაუქმებ, მიყვარს ჩემი ქვეყანა, ჩვენი კულტურა, თავად რელიგიური პიროვნება ვარ. აი, ეს არის ჩემთვის უმთავრესი და მნიშვნელოვანი.

არავის აზრს არ ვითვალისწინებ. არაფერს არ ვნანობ. ძალიან ამაყი ადამიანი ვარ.

იმ გულშემატკივარს, ვინც მხარში მიდგას, დიდი მადლობა და ბოდიში. მიყვარხართ".

შეგახსენებთ, კაშია ლგბტ-ს მხარდამჭერი სამკლავურის გაკეთების გამო გააკრიტიკეს. უეფამ
გურამი Equal Game-ის პრიზის პირველ მფლობელად დაასახელა.

altგურამ კაშიამ უეფა-სგან სპეციალური ჯილდო მიიღო

alt"სან ხოსეს" ფეხბურთელი: გურამ კაშია არის კლდე, რომელიც ჩვენს უკანა ხაზს იცავს

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 22 /
ამ ადამიანის ჟესტი სამკლაურის გაკეთების ნიშნავდა არა ძალადობას , შესაძლოა ადამიანს არ მოწონდეს ლგბტ ხალხი მაგრამ მათზე ძალადობა არასწორია , ზოგადად ძალადობაა არასწორი და გურამის ჟესტი ამას ნიშნავდა.
არაფერი კარგი ქვეყანაზე არ მოუტანია ძალადობას. ქრისტიანულად კი ცოდვაა მაგრამ არა ხალხის განსასჯელი , ტოლერანტობას გვასწავლის ქრისტე მეგობრებო.
Respect guram
დავით
01:35 29-08-2018
30
კაშია ყოველთვის , რაღაც ამაღლებული ადამიანი მეგონა, ცოტა მკაცრი პიროვნება, მართალი სიტყვა პასუხი რო მოუდის პირიდან, მაგრამ პირველად რო გაიკეკლუცა და აცანცარდა, ეგრევე მივხვდი ამას ვერ ქონდა დალაგებული მთლიანად ყველაფერი , ნუ ეგეთია და რა ქნას... შეეშვით!!!! ისე კარგი ფეხბურთელია, ჭირდება ნაკრებს ნამდვილად... (და თუ წავა ნაკრებიდან ნაღდად არ დამწყდება გული ამ ადამიანზე)... ( ამ კომენტარის გამოქვეყნების შანსი , რომ არ არის უკვე ვხვდები...
Vasili
02:44 29-08-2018
41
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული