ოფიციალურად: "ლუცერნმა" ოთარ კაკაბაძე წარადგინა

AutoSharing Option
"ლუცერნმა" ოფიციალურად განაცხადა, რომ კლუბმა "ხიმნასტიკიდან" საქართველოს ნაკრების მცველი ოთარ კაკაბაძე დაიმატა.

ჩვენებურმა შვეიცარიულ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

ოფიციალური საიტი არ აღნიშნავს, თუმცა შვეიცარიული პრესა იტყობინება, რომ გარიგების საფასურმა ნახევარი მილიონი ევრო შეადგინა.

"დიდი მადლობა ოთარს! ჩვენ მარჯვენა ფლანგზე გავძლიერდით. ის ძალიან ახალგაზრდა და წარმატებაზე დამშეული მოთამაშეა.

დარწმუნებულნი ვართ, რომ მას თავისი პოტენციალი ბოლომდე არ გამოუვლენია", - აღნიშნა წარდგენისას "ლუცერნის" სპორტულმა კოორდინატორმა რემო მეიერმა.

"ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. მოუთმენლად ველოდები, როდის შემეძლება თამაში და თანაგუნდელების დახმარება.
დიდი მადლობა შესანიშნავი დახვედრისთვის", - ეს კი უკვე ოთარ კაკაბაძის სიტყვებია.

შეგახსენებთ, რომ კაკაბაძის სახელს ზაფხულში ლა ლიგას უკავშირებდნენ და "ხეტაფეს" ვარიანტიც სახელდებოდა, თუმცა საქართველოს ნაკრების მცველი საბოლოოდ, "ლუცერნში" ვაკო გვილიასთან ერთად აღმოჩნდა.

altვარაუდები - რატომ გადადის ოთარ კაკაბაძე "ლუცერნში"?

მკითხველის კომენტარები / 7 /
ქართველი ესპანეთის და იტალიის გარდა სხვაგან არსად არ უნდა მიდიოდეს!!!
მგელი
18:00 30-08-2018
1
ნუ რავი ფეხბურთი თუ არა მაგარ სამსახურს. ხომ მაინც ნახავ შვეიცარიაში !
Dimitriusi
16:57 30-08-2018
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული