დავით სხირტლაძე ტრნავის "სპარტაკში" გადავიდა

AutoSharing Option
ქართველი თავდამსხმელი დავით სხირტლაძე კარიერას სლოვაკეთის "სპარტაკში" გააგრძელებს.

სხირტლაძე ტრნავულ გუნდში დანიის "სილკებორგიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

დავითი "სილკებორგის" ღირსებას ორი სეზონი იცავდა, მისი ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო,  მაგრამ ეს გუნდი სუპერლიგიდან გავარდა.

ის ახალ გუნდში თანამემამულე ნახევარმცველთან, ვახტანგ ჭანტურიშვილთან ერთად ითამაშებს.

"სპარტაკში" სხირტლაძეს რეკომენდაცია საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გაუწია.

შეგახსენებთ, "სპარტაკი" ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.

altვახტანგ ჭანტურიშვილმა და მისმა გუნდმა ევროპა ლიგაზე გასვლა გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნეს

მკითხველის კომენტარები / 3 /
ის ჯემპრი მაინც გადაგედო იქით იუნიკში კი არ ხარ
დინამო 72
20:55 03-09-2018
4
Es kaia . Daniis chempionati sheidzleba ufro magali donis aris mara evro turnirebi uketesia
Emigranti
20:51 03-09-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული