სხირტლაძე ტრნავულ გუნდში დანიის "სილკებორგიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.
დავითი "სილკებორგის" ღირსებას ორი სეზონი იცავდა, მისი ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ეს გუნდი სუპერლიგიდან გავარდა.
ის ახალ გუნდში თანამემამულე ნახევარმცველთან, ვახტანგ ჭანტურიშვილთან ერთად ითამაშებს.
"სპარტაკში" სხირტლაძეს რეკომენდაცია საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გაუწია.
შეგახსენებთ, "სპარტაკი" ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.
ვახტანგ ჭანტურიშვილმა და მისმა გუნდმა ევროპა ლიგაზე გასვლა გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნეს