რკინიგზული გუნდი გუშინ "დინამოს" დაუზავდა (1:1) და 7 ტურის შემდეგ 9 ქულით მე-8 ადგილზეა.
ეს შეხვედრაც, რომელსაც "ლოკომოტივის" 28 800-იან სტადიონზე 17 023 მაყურებელი დაესწრო, შეუცვლელად ჩაატარა "ლოკოს" ქართველმა მცველმა საბა კვირკველიამ. რაც შეეხება მატჩს, დებიუტში "დინამო" დაწინაურდა, 32-ე წუთზე კი "ლოკომოტივმა" ანგარიში გაათანაბრა.
66-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო საბას თანაგუნდელმა გჟეგოჟ კრიხოვიაკმა და მოგებაზე კი არა, დარჩენილ დროში ანგარიშის შენარჩუნებაზე მოუწიათ ზრუნვა, რაც მოახერხეს კიდეც.
მოკლედ, კვირკველიას გუნდი ფორმაში
საბა კვირკველია "ლოკომოტივის" საუკეთესო ცენტრალურ მცველად დაასახელეს