კვირკველიას "ლოკომოტივს" საქმეები ცუდად მისდის და 18 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგაზე "გალათასარაისთან" უმძიმესი გასვლითი მატჩი ელის

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის სტარტი ჩაუვარდა ჩემპიონ მოსკოვის "ლოკომოტივს".

რკინიგზული გუნდი გუშინ "დინამოს" დაუზავდა (1:1) და 7 ტურის შემდეგ 9 ქულით მე-8 ადგილზეა.

ეს შეხვედრაც, რომელსაც "ლოკომოტივის" 28 800-იან სტადიონზე 17 023 მაყურებელი დაესწრო, შეუცვლელად ჩაატარა "ლოკოს" ქართველმა მცველმა საბა კვირკველიამ. რაც შეეხება მატჩს, დებიუტში "დინამო" დაწინაურდა, 32-ე წუთზე კი "ლოკომოტივმა" ანგარიში გაათანაბრა.

66-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო საბას თანაგუნდელმა გჟეგოჟ კრიხოვიაკმა და მოგებაზე კი არა, დარჩენილ დროში ანგარიშის შენარჩუნებაზე მოუწიათ ზრუნვა, რაც მოახერხეს კიდეც.

მოკლედ, კვირკველიას გუნდი ფორმაში
ვერა და ვერ ჩადგა და ამ დროს ჩემპიონთა ლიგა კარს მოადგა - 18 სექტემბერს სტამბულში უმძიმესი მატჩი ელის "გალათასარაისთან", ხოლო 23 სექტემბერს არანაკლებ რთული თამაში უწევს რუსეთის პირველობაზე სტუმრად ლიდერ "ზენიტთან".

altსაბა კვირკველია "ლოკომოტივის" საუკეთესო ცენტრალურ მცველად დაასახელეს

მკითხველის კომენტარები / 1 /
Kvirkvelia tu kverkvelia kargad gaarkviet )))) xan kverkveliao xan kvirkveliao )))))
Emigranti
20:40 15-09-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული