რას ჰგავს ეს? - გიორგი პაპუნაშვილი შეცდომის გამო თანაგუნდელებმა და გულშემატკივრებმა არ დაინდეს

AutoSharing Option
სეგუნდადივიზიონის მე-5 ტურში "სარაგოსა" სტუმრად 1:2 დამარცხდა "ალმერიასთან" და გამარჯვების გოლი მასპინძლებმა 88-ე წუთზე გიორგი პაპუნაშვილის შეცდომის შედეგად გაიტანეს.

გიორგი 59-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, მატჩის დასასრულს კი მოედნის ცენტრში მის დაკარგულ ბურთს "ალმერიას" სწრაფი შეტევა და გოლი მოჰყვა.

heraldo ამ ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქართველს თანაგუნდელებმა მოედანზევე უსაყვედურეს ინდივიდუალიზმის გამო, რამაც ფატალური შედეგი გამოიღო, მან კი მომხდარი ძალიან განიცადა და ორივე ხელი სახეზე აიფარა.

ნამატჩევს ის ყურადღების ცენტრში მოექცა. თუმცა, არავინ იცის, რა უთხრა მწვრთნელმა იმანოლ იდიაკესმა გასახდელში, პრესკონფერენციაზე
კი განაცხადა, რომ ფეხბურთში ყველაფერი ხდება.

არაგონული გუნდის მცველმა ალბერტო ბენიტომ ვიპ-ზონაში თქვა, რომ მოგება შეეძლოთ, დეტალურ ანალიზს არ აპირებს და ყველაფერი ქართული ფინალით დასრულდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გუნდის კაპიტანი ალბერტო ზაპატერი ძალიან იმედგაცრუებული იყო, პაპუნაშვილის გვარი არ უხსენებია, მაგრამ ყოველი ნათქვამი ფრაზის "უხილავი გმირი" გიორგი იყო.

მის მიმართ უკმაყოფილება გულშემატკივრებმა აგრესიულად გამოხატეს.

არადა, პაპუნაშვილს კარგი თამაშით და გატანილი გოლებით არაერთხელ გაუხარებია ქომაგები, შეცდომა ვის არ მოსვლია და თანადგომის და მხარდაჭერის ნაცვლად, რისხვა დაატეხეს თავს და ისმის სრულიად ლოგიკური კითხვა - როდესაც სხვა კლუბში გადასვლის ვარიანტები ჰქონდა, ღირდა კი "სარაგოსასთან" კონტრაქტის გაგრძელება.

იდიაკესი ცოტა ხნის წინ ამბობდა, რომ პაპუზე დიდ იმედებს ამყარებდა, ხოლო ხელშეკრულების გახანგრძლივების შემდეგ Eldesmarque.com-ი წერდა:"ახალი კონტრაქტით, რომელიც პაპუსა და "სარაგოსას" შორის 2022 წლამდე გაფორმდა, ფეხბურთელის ხელფასი გაიზრდება, ხოლო მისი გამოსასყიდი თანხა 10 მილიონი ევრო
იქნება, რითაც "სარაგოსა" მის მსურველ კლუბებს შეაკავებს".

ბარემ იმასაც გეტყვით, რომ ამ მატჩში პირველი გოლი "სარაგოსამ", უფრო სწორად ავტოგოლი, შვეიცარიელი მცველის სიმონე გრიპოს შეცდომის შედეგად გაუშვა და ის არ გაუკრიტიკებიათ.

altგიორგი პაპუნაშვილმა "დეპორტივოს" შორიდან ლამაზი გოლი გაუტანა [VIDEO]

alt"სარაგოსას" მწვრთნელი: პაპუნაშვილი მზადყოფნაშია და სათამაშო დრო ამ მატჩშიც მიეცემა

altმას დიდი მომავალი აქვს! - გიორგი პაპუნაშვილმა "სარაგოსასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

altპაპუნაშვილი "სარაგოსას" ლა ლიგისკენ მიუძღვის - "ალბასეტეს" ჰეთ-თრიკი შეუსრულა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 17 /
ორ სიტყვიანი ანიგდოტი. ქართველი ფეხბურთელი :-)))))
ოღონდაცა რააააა
19 სექტემბერი 2018 01:01
49
ერთ სიტყვიანი საზიზღრობებად დაგიგდებთ მალე
მოვდივართ დაგიგდებთ
19 სექტემბერი 2018 03:36
2
იძახე ანეკდოტიო და კი აკეთებს ასობით ათას ევროს ქართველი ფეხბურთელი პაპუნაშვილი ფეხბურთის თამაშით. შენ იჯექი 7 ლარიან ხელფასზე და იღადავე პაპუნაშვილებზე აჰაჰა
Niko
19 სექტემბერი 2018 03:32
1
დააფერეთ ხელი არ ინერვიულოს(((მშრომელი,ნიჭიერი ბიჭია და კრიტიკას კაცი არ მოუკლავს.ზოგი ჭირი მარგებელია.პ.ს. გამოუჩნდენ დამცველები:გიკვირით?ჩვენ არავარ რომ მოიგებენ ცამდეაგვყავს და თუ წააგეს უკანასკნელი მტერივით რომ ვიმეტებთ სალანძღავად ჩვენ ნებისმიერ სპორტსმენს?!!!
euhh
18 სექტემბერი 2018 21:35
4
შეცდომა ვის არ მოსვლია, მაგათი უმადური ... წამო საერთოდ მაგ გუნდიდან.
გიორგი
18 სექტემბერი 2018 20:24
10
იმათი ოჯახის წევრებს მოხვდა პირში.... არპროფესიონალები. პაპუს დარი ფეხბურთელი სეგუნდაში მეორე არც არის
ემირი
18 სექტემბერი 2018 19:53
32
რას და გუნდისთვის უნდა ითამაშო
cheroeli
18 სექტემბერი 2018 19:49
2

სიახლეები პოპულარული