20 სექტემბერს, MLS-ის 29-ე ტურში "სან ხოსე" შინ აღმოსავლეთის დივიზიონის ლიდერ "ატალანტა იუნაითედთან" 3:4 დამარცხდა. შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ორივე ფეხბურთელმა, გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა, 90 წუთი ითამაშა.
კალიფორნიელებს ქართველმა მცველმა პირველად უკაპიტნა. გუნდის კაპიტანი კრის ვონდოლოვსკი სათადარიგო იყო და მწვრთნელის გადაწყვეტილებით, სამკლავური ჩვენებურს მიაკუთვნეს.
"სან ხოსემ" პირველივე ტაიმში ორბურთიანი უპირატესობის მოპოვება ლიმასა და ჰოესენის გოლებით შეძლო, თუმცა ტაიმის ბოლოს ვილლაბამ ანგარიში შეამცირა.
შეხვედრის მეორე ნახევარში, 58-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა შესანიშნავი დრიბლინგითა და მოქმედებებით სხვაობა სამამდე გაზარდა და გუნდს მნიშვნელოვანი უპირატესობა მოუპოვა.
მიუხედავად ამისა, კალიფორნიელებმა ვერ შეძლეს ანგარიშის შენარჩუნება და დარჩენილ დროში სამი გოლი გაუშვეს. "სან ხოსე" დასავლეთ დივიზიონში 20 ქულით მეთორმეტე (ბოლო) ადგილზეა.