mercurynews.com: მიწისძვრა სან ხოსეში - გუნდის მწვრთნელი მოხსნეს, კაშიამ დაცვის პრობლემა ვერ გადაჭრა

AutoSharing Option
MLS-ის დასავლეთ კონფერენციის 28-ე ტურში "კანზასთან" განადგურების (1:5) შემდეგ, გადააყენეს "სან ხოსეს" მწვრთნელი მიკაელ შტარე.

mercurynews-ი აღნიშნავს, რომ 10 თვის წინ დანიშნულმა შტარემ დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა და ისე მოხსნეს, რომ სეზონის დასრულებაც არ აცალეს, მის ნაცვლად კი დროებით გუნდი მისსავე თანაშემწეს სტივ რალსტონს ჩააბარეს. რალსტონი "სან ხოსეს" ჩემპიონატის დარჩენილ 6 მატჩში უხელმძღვანელებს.

წერილში ნათქვამია, რომ ეს მიწისძვრას ჰგავს, დაცვაში გუნდის თამაში ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს და თვით ქართველი ცენტრალური მცველის გურამ კაშიას დამატებამაც ვერ უშველა წამხდარ საქმეს.

რალსტონი
უკანასკნელ ორ სეზონში გუნდის მეოთხე მწვრთნელი გახდა და ახლა კლუბის ხელმძღვანელები მეხუთეს ეძებენ.

"სან ხოსე" 28 ტურის შემდეგ 20 ქულით ბოლო ადგილზეა. ამ სეზონში გუნდის თავდამსხმელმა ვაკო ყაზაიშვილმა 9 გოლი გაიტანა.

altქართველების "სან ხოსე" "კანზას სიტისთან" განადგურდა

altვაკოს დუბლი და საგოლე გადაცემა - ქართველის სუპერმატჩი ამერიკაში [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 1 /
mixvdebian kashos male azze r9m araa fexburtis da gaiwmindeba nakrebi ...
fc torpedo
12:58 19-09-2018
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული