კაშია კაპიტნად, ვაკოს ულამაზესი გოლი და "სან ხოსეს" კიდევ ერთი ჩავარდნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 სექტემბერს, MLS-ის 29-ე ტურში "სან ხოსე" შინ აღმოსავლეთის დივიზიონის ლიდერ "ატალანტა იუნაითედთან" 3:4 დამარცხდა. შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ორივე ფეხბურთელმა, გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა, 90 წუთი ითამაშა.

კალიფორნიელებს ქართველმა მცველმა პირველად უკაპიტნა. გუნდის კაპიტანი კრის ვონდოლოვსკი სათადარიგო იყო და მწვრთნელის გადაწყვეტილებით, სამკლავური ჩვენებურს მიაკუთვნეს.

"სან ხოსემ" პირველივე ტაიმში ორბურთიანი უპირატესობის მოპოვება ლიმასა და ჰოესენის გოლებით შეძლო, თუმცა ტაიმის ბოლოს ვილლაბამ ანგარიში შეამცირა.

შეხვედრის მეორე ნახევარში, 58-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა შესანიშნავი დრიბლინგითა და მოქმედებებით სხვაობა სამამდე გაზარდა და გუნდს მნიშვნელოვანი უპირატესობა
მოუპოვა.

მიუხედავად ამისა, კალიფორნიელებმა ვერ შეძლეს ანგარიშის შენარჩუნება და დარჩენილ დროში სამი გოლი გაუშვეს. "სან ხოსე" დასავლეთ დივიზიონში 20 ქულით მეთორმეტე (ბოლო) ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
Hahahaha kashia kapitnad sait midis saqme veravin amchnevt isev is moxvdeba elgepetes samklauri agert tqven da ager me rodis iyo an sad roca fexburtels 10 tamaahic ar aqvs chatarebuli da kapitnis samklaurs adzleven. Es karieris mere dabrundeba tbilishi da deputadad moiyvanen rom kanoni gaitanos ert sqesian qorcilebaze es aris amerikis amocana da gegma rogorc rusetia dampyrobeli da okupanti isearis amerikac ar dablokot...
Emigranti
16:53 20-09-2018
37
ნუთუ ტვინი არ ჰყოფნით სან ხოსეს მესვეურებს, რომ სხვა ქართველი მოთამაშეებიც წაიყვანონ დროზე და გააძლიერონ გუნდი?!
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული