საბა ლობჟანიძემ "ვენდსისელს" გოლი გაუტანა

AutoSharing Option
დანიის სუპერლიგის მე-10 ტურში "რანდერსმა" საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა "ვენდსისელი".

ამ მატჩში ანგარიში 59-ე წუთზე ქართველმა ნახევარმცველმა საბა ლობჟანიძემ საჯარიმოდან გახსნა.

ის სასტარტო შემადგენლობაში იყო და 87-ე წუთზე შეცვალეს.

საბამ მიმდინარე ჩემპიონატის 10 შეხვედრაში 3-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და 1 საგოლე გადაცემა გაკეთა.

"რანდერსი" 13 ქულით მე-6 ადგილზეა და 28 სექტემბერს გასვლაზე "ვეილეს" ხვდება.

altსაბა ლობჟანიძემ "ოლბორგს" გოლი გაუტანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
მჭედლიძე მაინც სჯობს, იტალია სულ სხვაა, მიუხედავად იმისა რომ 2 წელია არ უთამაშია, განაცხადშიც ვერ ხვდება, სამაგიეროდ საფეხბურთო ფილოსოფიააქ სტაბილური.
zvare
01:55 23-09-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული