ამ მატჩში ანგარიში 59-ე წუთზე ქართველმა ნახევარმცველმა საბა ლობჟანიძემ საჯარიმოდან გახსნა.
ის სასტარტო შემადგენლობაში იყო და 87-ე წუთზე შეცვალეს.
საბამ მიმდინარე ჩემპიონატის 10 შეხვედრაში 3-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და 1 საგოლე გადაცემა გაკეთა.
"რანდერსი" 13 ქულით მე-6 ადგილზეა და 28 სექტემბერს გასვლაზე "ვეილეს" ხვდება.
საბა ლობჟანიძემ "ოლბორგს" გოლი გაუტანა [VIDEO]