დანია. სუპერლიგა. მე-10 ტური. რანდერსი - ვენდსისელი 2:0. 2 617 მაყურებელი. მასპინძელთა გუნდის ლიდერმა საბა ლობჟანიძემ გოლი გაიტანა. ის სასტარტოში იყო და 87-ე წუთზე შეცვალეს.
ესპანეთი. სეგუნდადივიზიონი. მე-6 ტური. სარაგოსა - ლუგო 0:2. 23 111 მაყურებელი. "სარაგოსას" ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე, ხოლო "ლუგოს" ჰავბეკმა გიორგი აბურჯანიამ შეუცვლელად იასპარეზა და ყვითელი ბარათი მიიღო.
პორტუგალია. პრიმეირა ლიგა. მე-5
ავსტრია. ბუნდესლიგა. მე-8 ტური. შტურმი - მატერსბურგი 1:2. 6 958 მაყურებელი. გრაცელთა ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა.
რუსეთი. მე-8 ტური. არსენალი - რუბინი 2:2. 11 805 მაყურებელი. ტულელთა მცველმა გია გრიგალავამ შეუცვლელად ითამაშა.
როსტოვი - უფა 0:0. 35 337 მაყურებელი. უფელთა მცველმა ჯიმი ტაბიძემ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.
ენისეი - ურალი 0:0. 12 098 მაყურებელი. სტუმართა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჭანტურია ტრავმირებულია.
პოლონეთი. ექსტრაკლასა. მე-9 ტური. კრაკოვია - ვისლა 3:1. 4 121 მაყურებელი. სტუმართა გუნდის ჰავბეკი გიორგი მერებაშვილი სათადარიგო ოყო.
ლიეტუვა. A ლიგა. 26-ე ტური. შტუმბრასი - კაუნო 0:0. 100 მაყურებელი. მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი ლევან მაჭარაშვილი სასტარტოში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს.
ესტონეთი. მეისტრილიგა. 29-ე ტური. ფლორა - ვაპრუსი 3:0. 366 მაყურებელი. ტალინელთა ფორვარდმა ზაქარია ბეგლარიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 90+2-ე წუთზე გაიტანა გოლი.
ყაზახეთი. პრემიერლიგა. 26ე ტური. ატირაი - კიზილ ჟარი 3:2. სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა შოთა გრიგალაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და გოლი გაიტანა.
ჟეტისუ - კაირატი 1:0. მასპინძელთა გუნდის მცველმა ლაშა კასრაძემ შეუცვლელად ითამაშა.
აკტობე - ტობოლი 3:1. კუსტანაელთა ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მისი თანაგუნდელი ნიკა კვეკვესკირი ტრავმირებულია.
უნგრეთი. თასი. ბალესჟეკი - დოჟა 1:7. სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ბერიძემ შეუცვლელად ითამაშა და გოლი გაიტანა.
კომარომი - პუშკაშ აკადემია 1:3. "პუშკაშის" თავდამსხმელს ბაჩანა არაბულს არ უთამაშია.
აშშ. MLS. 29-ე ტური. ლოს ანჟელესი - სან ხოსე 2:0. 22 000 მაყურებელი. სტუმართა გუნდის ქართველმა ლეგიონერებმა გურამ კაშიამ და ვაკო ყაზიშვილმა შეუცვლელად ითამაშეს.