ქართული ლეგიონის "შაბათობა" - 4 გოლი [VIDEO]

AutoSharing Option
შაბათს, 22 სექტემბერს არაერთმა ქართველმა ლეგიონერმა იასპარეზა და ოთხმა მათგანმა გოლიც გაიტანა.

დანია. სუპერლიგა. მე-10 ტური. რანდერსი - ვენდსისელი 2:0. 2 617 მაყურებელი. მასპინძელთა გუნდის ლიდერმა საბა ლობჟანიძემ გოლი გაიტანა. ის სასტარტოში იყო და 87-ე წუთზე შეცვალეს.


ესპანეთი. სეგუნდადივიზიონი. მე-6 ტური. სარაგოსა - ლუგო 0:2. 23 111 მაყურებელი. "სარაგოსას" ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე, ხოლო "ლუგოს" ჰავბეკმა გიორგი აბურჯანიამ შეუცვლელად იასპარეზა და ყვითელი ბარათი მიიღო.

პორტუგალია. პრიმეირა ლიგა. მე-5
ტური. სანტა კლარა - რიო ავე 1:3. 3 199 მაყურებელი. სტუმართა გუნდის მეკარე გიორგი მაკარიძე განაცხადში არ იყო.

ავსტრია. ბუნდესლიგა. მე-8 ტური. შტურმი - მატერსბურგი 1:2. 6 958 მაყურებელი. გრაცელთა ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

რუსეთი. მე-8 ტური. არსენალი - რუბინი 2:2. 11 805 მაყურებელი. ტულელთა მცველმა გია გრიგალავამ შეუცვლელად ითამაშა.

როსტოვი - უფა 0:0. 35 337 მაყურებელი. უფელთა მცველმა ჯიმი ტაბიძემ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

ენისეი - ურალი 0:0. 12 098 მაყურებელი. სტუმართა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჭანტურია ტრავმირებულია.

პოლონეთი. ექსტრაკლასა. მე-9 ტური. კრაკოვია - ვისლა 3:1. 4 121 მაყურებელი. სტუმართა გუნდის ჰავბეკი გიორგი მერებაშვილი სათადარიგო ოყო.

ლიეტუვა. A ლიგა. 26-ე ტური. შტუმბრასი - კაუნო 0:0. 100 მაყურებელი. მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი ლევან მაჭარაშვილი სასტარტოში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს.

ესტონეთი. მეისტრილიგა. 29-ე ტური. ფლორა - ვაპრუსი 3:0. 366 მაყურებელი. ტალინელთა ფორვარდმა ზაქარია ბეგლარიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 90+2-ე წუთზე გაიტანა გოლი.

ყაზახეთი. პრემიერლიგა. 26ე ტური. ატირაი - კიზილ ჟარი 3:2. სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა შოთა გრიგალაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და გოლი გაიტანა.

ჟეტისუ - კაირატი 1:0. მასპინძელთა გუნდის მცველმა ლაშა კასრაძემ შეუცვლელად ითამაშა.

აკტობე - ტობოლი 3:1. კუსტანაელთა ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მისი თანაგუნდელი ნიკა კვეკვესკირი ტრავმირებულია.

უნგრეთი. თასი. ბალესჟეკი - დოჟა 1:7. სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ბერიძემ შეუცვლელად ითამაშა და გოლი გაიტანა.

კომარომი - პუშკაშ აკადემია 1:3. "პუშკაშის" თავდამსხმელს ბაჩანა არაბულს არ უთამაშია.

აშშ. MLS. 29-ე ტური. ლოს ანჟელესი - სან ხოსე 2:0. 22 000 მაყურებელი. სტუმართა გუნდის ქართველმა ლეგიონერებმა გურამ კაშიამ და ვაკო ყაზიშვილმა შეუცვლელად ითამაშეს.

altქართული ლეგიონის ამბები: ლუკა ზარანდიას ბრწყინვალე დრიბლინგი და გამარჯვების მომტანი საგოლე გადაცემა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
ლობჟანიძე უეჭველი გააძლიერებს ნაკრებს მითუმეტეს ჩაკვეტაძესთან დინამოში თამაშობდა და კარგად გაუგებენ ერთმანეთს
გიოსვანი
23 სექტემბერი 2018 23:58
0
ებრალიძე და ზარანდია კი ბატონო ძალიან დიდი პოტენციალი არის ნაკრებისთვის
გიოსვანი
23 სექტემბერი 2018 23:56
0
აუ წაიღეს ამ ბეგლარიშვილით ტვინი აქ. ესტონეთის ჩემპიონატი დაახლოებით საქრთველოს მეორე ლიგის დონისაა და ამ ლოგიკით ჩვენი მეორე ლიგის ბომბარდირები უნდა იყონ ნაკრებში უეჭველი. თუ აქვს რამის პოტენციალი ცოტა უკეთეს ლიგაში გადავიდეს და დავინახავთ რა შეუძლია თუნდაც კაზახეთიც რო იყოს . მაგრამ არამგონია რამე შეძლოს მაგ დონის ლიგაში აგერ ზივზივაძე ბრდღვნიდა ყველაფერს მაგრამ დანიაში ვერ გაქაჩა . რა ბეგლარიშვილი გეგონება სერია ა ში თამაშობდეს .
გიოსვანი
23 სექტემბერი 2018 23:55
0
ჩემი აზრით ვაისი საბა ლობჟანიძეს აუცილებლად გამოიძახებს შემდეგი თამაშებისთვის ნაკრებში.
1
23 სექტემბერი 2018 18:44
0
Rat gvinda beglarishvili ebralidze zarandia erovnulshi .. yvela tamashs tamashoben taviant klubebshi da daglilebinarian dasveneba xom undat . Vatashot visac ar atamasheben albat am logikit miyveba profesionali vaissi hm....
Emigrantim
23 სექტემბერი 2018 15:26
2
და ისევ ბეგლარაშვილი...ამ ბიჭს წარმატებები..თქვენ კი გცხვენოდეთ!!თუგაქვთ ეს გრძნობა საერთოდ(((
euhh
23 სექტემბერი 2018 14:03
10
არ ვიცი რა დონისაა და რა კლასის ეს ბიჭი, მაგრამ ესტონეთის ჩემპიონატი,რომ ძალიან დაბალი დონისაა ეგ უეჭველი ვიცი.
1
23 სექტემბერი 2018 18:42
0

სიახლეები პოპულარული