ტრნავული გუნდი სამ ფრონტზე იბრძვის - ევროპა ლიგაზე, ქვეყნის ჩემპიონატსა და თასზე და შემადგენლობის როტაციას საჭიროებს. ამიტომ არ ათამაშა ამ მატჩში მწვრთნელმა რადოსლავ ლატალმა ნახევარმცველი ვახტანგ ჭანტურიშვილი. სამაგიეროდ, სასტარტოში დააყენა დავით სხირტლაძე და მან ისევ გაიტანა გოლი.
შეგახსენებთ, თასის წინა წრეში "სპარტაკმა" ბრატისლავაში ქვედალიგური "რაჩა" 9:0 გაანადგურა და დავითმა დუბლი შეასრულა.
შაბათს, სუპერლიგის მე-10 ტურში "სპარტაკი" "სლოვანს" მასპინძლობს, ხოლო 4 ოქტომბერს ევროპა