"ალბასეტესთან" მატჩში ტრავმირებული პაპუნაშვილი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს

AutoSharing Option
სეგუნდადივიზიონის მე-7 ტურში სტუმრად "ალბასეტესთან" მატჩის 35-ე წუთზე ტრავმა მიიღო "სარაგოსას" ნახევარმცველმა გიორგი პაპუნაშვილმა.

გიორგი მწვრთნელმა იმანოლ იდიაკესმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა, 35-ე წუთზე მასპინძელთა გუნდის პარაგვაელ თავდამსხმელთან ხავიერ აკუნიასთან შეჯახების შემდეგ კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

ჯერ უცნობია რამდენად მძიმედ დაშავდა პაპუნაშვილი.

პირველი ტაიმი "სარაგოსამ" 0:2 წააგო, მეორე ტაიმში კი გიორგის ნაცვლად შეცვლაზე შესულმა მარკ გუალმა ერთი ბურთი გაქვითა, ხოლო შემდეგ ალვარო ვასკესმა ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა 2:2 დასრულდა.

შეგახსენებთ, გასული სეზონის მე-40 ტურში პაპუნაშვილმა "ალბასეტესთან" შეხვედრაში ჰეთ-თრიკი
შეასრულა.

altგიორგი პაპუნაშვილი გამოკვლევის ჩასატარებლად კლინიკაში გადაიყვანეს
alt"სარაგოსა" "ალბასეტეს" შეხვდება - ესპანელებმა გიორგი პაპუნაშვილის ჰეთ-თრიკი გაიხსენეს

altრას ჰგავს ეს? - გიორგი პაპუნაშვილი შეცდომის გამო თანაგუნდელებმა და გულშემატკივრებმა არ დაინდეს

altპაპუნაშვილი "სარაგოსას" ლა ლიგისკენ მიუძღვის - "ალბასეტეს" ჰეთ-თრიკი შეუსრულა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
იმედია საშიში არაფერია და მალე დაგვიბრუნდები პაპუ
1

სიახლეები პოპულარული