გიორგი პაპუნაშვილი გამოკვლევის ჩასატარებლად კლინიკაში გადაიყვანეს

AutoSharing Option
როგორც გაუწყეთ, სეგუნდადივიზიონის მე-7 ტურში სტუმრად "ალბასეტესთან" მატჩის 35-ე წუთზე ტრავმა მიიღო "სარაგოსას" ნახევარმცველმა გიორგი პაპუნაშვილმა.

გიორგიმ 35-ე წუთზე მასპინძელთა გუნდის პარაგვაელ თავდამსხმელთან ხავიერ აკუნიასთან შეჯახების შემდეგ ტრავმა მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს

კლუბის საიტის ცნობით, პაპუნაშვილს მარჯვენა კოჭ-წვივის ტრავმა აქვს და გამოკვლევის ჩასატარებლად კლინიკაში გადაიყვანეს.

ამ შეხვედრის პირველ ტაიმში აგრეთვე ტრავმა მიიღო "სარაგოსას" მცველმა დიოგო ვერდასამ და შეცვალეს.

alt"ალბასეტესთან" მატჩში ტრავმირებული პაპუნაშვილი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული