კლუბის სპორტულმა დირექტორმა ჯიმი იაკობსენმა განაცხადა, რომ ქართველი ლეგიონერი კარგ ფორმაშია, დანიაში ერთ-ერთი საუკეთესო ჰავბეკია და უხარია, რომ მათ გუნდში კიდევ 4 სეზონის განმავლობაში იასპარეზებს.
ლაშა "ესბერგში" შარშან თბილისის "დინამოდან" გადავიდა და ამ სეზონში არაერთხელ შეიყვანეს ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში.
"ესბერგი" 11 ტურის შემდეგ 15 ქულით მე-5 ადგილზეა და 7 ოქტომბერს სტუმრად "ჰორსენსს" ხვდება.
ლაშა პარუნაშვილმა "ოლბორგთან" მოგებულ მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა [VIDEO]
ლაშა პარუნაშვილმა "მიდტიულანდს" ულამაზესი გოლი გაუტანა [VIDEO]