თორნიკე ოქრიაშვილი: ვერ დავიჯერე, როდესაც ბურთი კარში დავინახე

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მე-2 ტურში "სევილიასთან" მატჩში "კრასნოდარის" ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი 84-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 88-ე წუთზე გამარჯვების ულამაზესი გოლი გაიტანა.

მან შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"მაკრატელა გოლი? ემოციებს სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. ვერ დავიჯერე, როდესაც ბურთი კარში დავინახე.

მიხარია, რომ დავბრუნდი და ჩემს გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე. თავს 100%-ით მზად ვგრძნობ. მწვრთნელი მენდო და მათამაშა. ამისათვის მისი მადლობელი ვარ.

გულშემატკივრებს მადლობა მხარდაჭერისათვის, ასეთი არარეალური ატმოსფეროსათვის. თქვენს გარეშე ჩვენ არაფერს არ წარმოვადგენთ", - განუცხადა ოქრიაშვილმა Матч ТВ-ს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
100 პროცენტით მზად ხარ?დიდებულია,სწორედ ასეთ გვჭირდები ნაკრებში,გოლები კი ნუ იქნება მაკრატელა,ცხრიანებში შეგდებულებსაც მივიღებთ როგორმე.
სოსო
10:49 05-10-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული